საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2018-01-23 შეხვედრა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ საპარ ისაკოვს შეხვდა.

  • 2018-01-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia.

  • 2018-01-23 გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. 

  • 2018-01-23 Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს

    მსხვილი საერთაშორისო კომპანია Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. პოტენციურ საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის მმართველმა დირექტორმა ედიიბ აჰამედმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

  • 2018-01-23 JSW Group საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს

    მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group-ი საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, - პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და JSW Group-ის თავმჯდომარე საჯან ჯინდალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

  • 2018-01-23 Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული

    საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული, საიდანაც მომსახურების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯასტინ დალალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

  • 2018-01-23 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიების განხილვა

    მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა" და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები განიხილეს.