საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2018-02-21 2018 წლის 21 თებერვლის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილა.

  • 2018-02-21 მთავრობის სხდომაზე საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი წარადგინეს

    „ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან",- ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი.

  • 2018-02-21 გიორგი კვირიკაშვილი - იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება

    მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ ზეწოლას ეხება.

  • 2018-02-21 ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანებულ 134 მოსახლეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 500-ზე მეტია, 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა იმასაც ითვალისწინებს, რომ კოოპერატივებს თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინვენტარით.