-
2018-04-16 სოფო ჯაფარიძე - საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა", რომელიც არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით აერთიანებს ცალკეულ უწყებათა ძალისხმევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
-
2018-04-16 გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული 2018 - 2020 წლების სამოქმედო გეგმები დამტკიცდა
საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის 2018-2020 წლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა.