-
2018-05-16 სოფო ჯაფარიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სტავროს ლამბრინიდის შეხვდა.
-
2018-05-16 პრემიერ-მინისტრმა თელავში ბატონის მუზეუმი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, ბატონის მუზეუმი გახსნა, რომლის მშენებლობაც რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. „დღეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა!
-
2018-05-16 გამოსვლა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესზე
ჩვენთვის ძალიან საპატიო და სასიხარულოა, რომ პირველი დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 97 წლის თავზე ჩვენ ვმასპინძლობთ ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესს.
-
2018-05-16 მთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარს გამოუყოფს
თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ.