-
2018-05-18 საქართველოში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით მსოფლიოს ლიდერი სკოლა - Les Roches შემოდის
მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით, Les Roches საქართველოში ოპერირებას იწყებს.
-
2018-05-18 გიორგი კვირიკაშვილი - ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა
ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა.
-
2018-05-18 პრემიერ-მინისტრმა „საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი გახსნა
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს რეგიონულ დირექტორს - ლუის ფონსეკა დე ალმეიდას, ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს - ეამონ ბრენანს, მივესალმები ძვირფას სტუმრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დღეს ჩვენ საქართველოს აერონავიგაციის 25 წლის იუბილეს „საქაერონავიგაციის" საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობის და სასწავლო ცენტრის გახსნით აღვნიშნავთ. მართლაც მეამაყება, რომ 2014 წელს, ეკონომიკის მინისტრის რანგში, მხვდა პატივი, საფუძველი ჩამეყარა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის.
-
2018-05-18 ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე
არ შემიძლია, არ მოგილოცოთ ის წარმატება, რომელიც გუშინ საღამოს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. კონკრეტულად იყო ნათქვამი, რომ ბაკურიანი და გუდაური ხდება მსოფლიო მიმართულება.
-
2018-05-18 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ნატო-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ.
-
2018-05-18 საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში - თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები - ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს.