საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2018-06-07 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, - როგორც პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოსთვის 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის - ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის დამტკიცებაში, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

  • 2018-06-07 „ბლაუენშტაინ საქართველო“ ინვესტიციების გაზრდას და წარმოების გაფართოებას გეგმავს

    ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო" ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოს პოზიტიურად აფასებს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას, წარმოების გაფართოებას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.