საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2018-06-08 2018 წლის 8 ივნისის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

  • 2018-06-08 გუდაური სამჯერ გაიზრდება

    დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის; ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სათხილამურ კურორტებზე არამოთხილამურეთა სტუმრობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც გუდაურის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია დამტკიცდა.

  • 2018-06-08 გიორგი კვირიკაშვილი - 2018 წლის მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

    ძალიან გვახარებს ყველას, რომ 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა 2018 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 6.5%-ს შეადგენს. და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში.

  • 2018-06-08 მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება

    აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება, - პროექტს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.

  • 2018-06-08 პრემიერ-მინისტრის განცხადება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე

    ბუნებრივია, მთავრობის დღევანდელ სხდომას ვიწყებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით, რომელმაც საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია და დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის ყველასთვის და ასევე საზოგადოებისთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობისაა. ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად.

  • 2018-06-08 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის

    საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის, მიმდინარე თვის ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.