-
2018-07-31 პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-07-30 პასკალ მენიემ მამუკა ბახტაძეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მილოცვა გადასცა
დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური მილოცვა გადასცა.
-
2018-07-30 პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.
-
2018-07-28 მამუკა ბახტაძე – 2020 წელს საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით
2020 წელს, როდესაც ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-07-27 პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვითი კონცეფცია - „მწვანე ეკონომიკა“ წარადგინა
ჩვენ, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განვაცხადეთ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ორი სიმდიდრე - ჩვენი საზოგადოება, ადამიანები და ჩვენი ბუნება.
-
2018-07-27 მამუკა ბახტაძემ და კრისტიან ურსემ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.
-
2018-07-27 საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო სამუშაო ვიზიტით მალტაზე იმყოფებოდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით მალტაზე იმყოფებოდნენ, რომლის ფარგლებშიც ოფიციალური შეხვედრები გაიმართა მალტის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
-
2018-07-26 2018 წლის 26 ივლისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა.
-
2018-07-26 მამუკა ბახტაძე - მაშინ, როდესაც პარლამენტში გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე
„ქართული ოცნების" ფილოსოფია გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა; აქედან გამომდინარე, გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი - მაშინ, როდესაც პარლამენტში გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2018-07-26 პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთის მთავრობას და ბერძენ ხალხს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბერძნეთის მთავრობას და ბერძენ ხალხს თავს დამტყდარი უდიდესი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
-
2018-07-26 რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2018-07-26 მამუკა ბახტაძე - შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის
შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „საქნახშირის" შეთავაზების თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
-
2018-07-26 მამუკა ბახტაძე - პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, გახლავთ კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია
პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, რა თქმა უნდა, დამთხვევა არ არის, ეს გახლავთ კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში 18-20 ივლისს შემდგარ ვიზიტს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
-
2018-07-26 მამუკა ბახტაძე - ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში ან ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს
მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში; იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება, და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-07-26 მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. სიახლეზე, რომლის თანახმად ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
-
2018-07-26 მამუკა ბახტაძე - ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაში არ შეიძლება დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში გააკეთა
ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს, ამავე დროს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიაღწია, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის სატელევიზიო ინტერვიუ.
-
2018-07-25 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ვახტანგ ბალავაძის გარდაცვალების გამო.
-
2018-07-24 ანდრის მამიკინსი - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოვთქვი სურვილი, საქართველო მალე ვიხილო ევროკავშირის სრულფასოვან წევრად
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოვთქვი სურვილი, საქართველო მალე ვიხილო ევროკავშირის პოლიტიკურ შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ სრულფასოვან წევრობაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრის მამიკინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-07-24 პრემიერ-მინისტრი - მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი - დანაშაულებრივიც კი. ამ ყველაფერს სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა.
-
2018-07-23 NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, საქართველოში საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, საქართველოში, ბოლო წლებში, საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დღეს გამართული შეხვედრისას განაცხადეს.
-
2018-07-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
-
2018-07-20 პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტი შეაჯამა
დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ბატონ იოჰანეს ჰანთან. ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ დაანონსებული გვაქვს ძალიან დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს ჩვენს მეგობრებში.
-
2018-07-20 იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატი და ვიზალიბერალიზაცია იყო დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2018-07-19 პრემიერმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში, ვალდის დომბროვსკის შეხვდა.
-
2018-07-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებები მედიისთვის
პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს ძალიან თბილი მიღებისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და პირადად თქვენს წვლილს საქართველის ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლაში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო მყარად დგას ამ გზაზე.
-
2018-07-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.
-
2018-07-19 ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს
ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ დიდიე რეინდერსმა დღეს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-07-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებები მედიისთვის
მადლობა ამ მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი სიტყვებისთვის. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ნატოში.
-
2018-07-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა
მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.
-
2018-07-18 პრემიერ-მინისტრმა თბილისში ''ღია მმართველობის პარტნიორობის'' მეხუთე გლობალური სამიტი გახსნა
ჩემთვის დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ვისთვისაც თანამედროვე, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობა მოქალაქეთა კეთილდღეობის ფუნდამენტური წინაპირობაა.
-
2018-07-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს შეხვდა
საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობა და მიმდინარე რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრ ალექსანდრ საიენკოს შეხვედრის მთავარი თემები.
-
2018-07-17 ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლების შეფასებით, საქართველო ლიდერი რეფორმატორია
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხები იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილის, კატარინა მატერნოვას შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-07-17 გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება.
-
2018-07-17 მამუკა ბახტაძე იტალიელ ბიზნესმენებს მოუწოდებს, კიდევ უფრო აქტიურად განიხილონ ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა საქართველოში
პირველ რიგში, მსურს, გულითადად მივესალმო ჩვენს სტუმრებს. მოხარული ვარ, რომ გვაქვს პატივი, გიმასპინძლოთ საქართველოში, თბილისში.
-
2018-07-17 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან
ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით - ამ სიტყვებით მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას.
-
2018-07-17 შეხვედრა ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრ გასტონ ალფონსო ბრაუნს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად OGP-ის გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.
-
2018-07-16 შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევს შეხვდა, რომელიც საქართველოს OGP-ის სამიტის ფარგლებში სტუმრობს.
-
2018-07-16 მამუკა ბახტაძე - ის, რომ საქართველო ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა
ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, რა არის პასუხი იმაზე, რომ ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა შეინარჩუნა თავისი კულტურა და თვითმყოფადობა ამ საუკუნეების განმავლობაში და ყოველთვის ღირსეულად ლახავს ძალიან მძიმე გამოწვევებს; ამ შეკითხვაზე პასუხი ხართ თქვენ - ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რასაც ვუწოდებთ გაუტეხავ ქართულ სულს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" პრეზენტაციაზე შეკრებილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.
-
2018-07-16 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კანადის ხაზინის საბჭოს პრეზიდენტთან
საქართველო-კანადას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო მთავრობის მეთაურისა და კანადის ხაზინის საბჭოს პრეზიდენტის, სკოტ ბრისონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი.
-
2018-07-16 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
-
2018-07-15 პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ვლაქერნობა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული - ვლაქერნობა მიულოცა. მთავრობის მეთაური დღეს ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
-
2018-07-15 პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
101 ხმით 12-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა
-
2018-07-15 მამუკა ბახტაძე - პირადად მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდის წევრები, ვაპირებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას პარლამენტთან
ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ძალიან ამბიციური რეფორმათა გეგმა, რომლის იმპლემენტაცია ხვალიდან დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
-
2018-07-14 სამთავრობო პროგრამის წარდგენა
როგორც მოგეხსენებათ, სამთავრობო პროგრამა არის მხარდაჭერილი და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც უმრავლესობამ უკვე მკაფიოდ გამოხატა და დააფიქსირა მხარდაჭერა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადაგიხადოთ.
-
2018-07-14 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ჩვენს მეგობარ ფრანგ ხალხს საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს.
-
2018-07-13 მამუკა ბახტაძე - ჩვენ სოფლის მეურნეობაში ექსპორტი გავზარდეთ 30%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დარგს აქვს პოტენციალი, რომ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღონ მეტი შემოსავალი
ჩვენ სოფლის მეურნეობაში ექსპორტი გავზარდეთ 30%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დარგს აქვს პოტენციალი, რომ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღონ მეტი შემოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-07-13 მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის მთავარია შედეგის დადება, რისი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია
ჩვენთვის მთავარია შედეგზე ორიენტირებულობა და შედეგის დადება; შედეგის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კი, ბევრ სხვა წინაპირობასთან ერთად, არის სწორედ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-07-13 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს" შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ფრაქციის წევრებს სიტყვით მიმართა და ყურადღება იმ პრინციპებზე გაამახვილა, რომელსაც ახალი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება.
-
2018-07-13 ევროკომისარი სტილიანიდისი - საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საგანგებო სიტუაციების და კრიზისების მართვის ნაწილში ქმედითი, ინიციატივები კი მისასალმებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა, რომელიც ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
-
2018-07-12 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა კახიშვილი დაინიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა.
-
2018-07-12 პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი - მინისტრობის კანდიდატების წარდგენა
როგორც გუშინ დაგპირდით, დღეს წარმოგიდგენთ სამთავრობო გუნდის ახალ წევრებს. მინდა, შეგახსენოთ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით ჩვენ ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
-
2018-07-11 ახალი ინიციატივა ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობაზე
ეს ცვლილება იქნება დიდი შეღავათი სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ნატურალური რძისა და მისგან წარმოებული პროდუქტის დღგ-სგან გათავისუფლებას გულისხმობს.
-
2018-07-11 მთავრობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეკოლოგია დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.
-
2018-07-11 პრემიერი - წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება, დაახლოებით, 1000 ავტომობილით; ასევე, შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება
მე წინა ბრიფინგზე განვაცხადე, რომ გარკვეულ სტრუქტურებში ის ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით არის მიუღებელი და ამ კუთხით პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი.
-
2018-07-11 პრემიერი ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე - ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი
მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობის დათვლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-07-11 მამუკა ბახტაძე - შალვა თადუმაძე როგორც პროფესიულ, ისე სამეცნიერო წრეებში ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შერჩეულ შალვა თადუმაძეს დამტკიცების პროცესში წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ ის დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს ძალიან ღირსეულად გაართმევს.
-
2018-07-11 მამუკა ბახტაძე - მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა ძალიან დაბალია და საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში
რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონებში; აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება სტრუქტურული, ისევე როგორც მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2018-07-11 მამუკა ბახტაძე სმიტების ოჯახის ტრაგედიაზე - დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე
დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სმიტების ოჯახის ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-07-11 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იანოშ ჰერმანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.
-
2018-07-06 მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ნატოს სამიტზე ჯეროვნად დააფასებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიერ რეფორმებით მიღწეულ პროგრესს ნატოს სამიტზე პარტნიორი ქვეყნები ჯეროვნად დააფასებენ, - ამის შესახებ პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2018-07-06 პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
-
2018-07-05 მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
1776 წლის 4 ივლისს ხელი მოეწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რაც თითოეული ამერიკელისთვის დღესასწაულია; ჩემთვის კი ეს გახლავთ სიმბოლო ბრძოლისა თავისუფლებისთვის, ერთიანობისა და ერის ფასეულობებისთვის, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ საზეიმო მიღებაზე.
-
2018-07-05 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.
-
2018-07-04 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
საქართველოს მთავრობის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა ამერიკელს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე!
-
2018-07-02 პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის - Golden State Warriors-ის ცენტრს ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.