-
2018-10-05 საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს
საქართველო და მოლდოვა ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებსაც საერთო ევროპული ინტერესი, ურთიერთპატივისცემა და ჩვენი ქვეყნებისადმი მსგავსი ხედვა აერთიანებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგა პაველ ფილიპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლდოველმა კოლეგამ პაველ ფილიპმა მთავრობის სახლში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
-
2018-10-05 მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპი მასპინძლობს. მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს.
-
2018-10-05 საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი, - შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა დღეს ქალაქ კიშინეუში მოაწერეს ხელი.
-
2018-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე
უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოვახსენებ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ფილიპს მოლდოვაში, ამ ლამაზ ადგილზე სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობის მეთაურთა სხდომის მასპინძლობისთვის.
-
2018-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სუამ-ის როლის გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, სუამ-ი-იაპონია, სუამ-ი-ამერიკის შეერთებული შტატების ფორმატების განვითარება განიხილეს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურების სხდომაზე, რომელიც დღეს მოლდოვაში გაიმართა.
-
2018-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო.