-
2018-11-29 პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის შემდგარი დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
-
2018-11-28 მამუკა ბახტაძე - არჩევანი გავაკეთე საქართველოს მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ
დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
-
2018-11-27 მამუკა ბახტაძე - სპორტში გაწეული ინვესტიცია არის ჯანსაღი, ყველაზე გრძელვადიანი და ყველაზე ეროვნული
სპორტში გაწეული ინვესტიცია არის ჯანსაღი, ყველაზე გრძელვადიანი და მე ვიტყოდი - ყველაზე ეროვნული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, საკრებულოში, სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2018-11-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა.
-
2018-11-27 პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრეს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.
-
2018-11-27 მამუკა ბახტაძე - მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას
ხვალ ჩვენს ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს.
-
2018-11-26 საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-11-25 მამუკა ბახტაძე - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდოს
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, სოფელ ხიჭაურში, განაცხადა, სადაც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა.
-
2018-11-25 მამუკა ბახტაძემ ბათუმში საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
-
2018-11-25 მამუკა ბახტაძემ ბათუმის რესტავრირებული თეატრი დაათვალიერა
ბათუმის თეატრი იძენს ახალ სიცოცხლეს, მინდა ყველა ბათუმელს და მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, რესტავრირებული ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-11-25 მამუკა ბახტაძემ ბათუმში სასტუმრო „Courtyard by Marriott“-ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, სასტუმრო „Courtyard by Marriott"-ის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
-
2018-11-24 პრემიერ-მინისტრი თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, ტექნოპარკის სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე ახალგაზრდა ინოვატორებსა და სტარტაპერებს გაესაუბრა.
-
2018-11-24 პრემიერ-მინისტრმა თელავში ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში დღეს ახლად რეაბილიტირებულ მე-9 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით სრულად გარემონტდა.
-
2018-11-24 მამუკა ბახტაძემ თელავში რაგბის სტადიონი დაათვალიერა და ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა
კახეთი და თელავი ყოველთვის ეხმარებოდა ქართულ სპორტს, ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღუზრდია საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ, ეს ბაზა მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ მეტი პოპულარიზაცია მოხდეს რაგბის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თელავში რაგბის სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
-
2018-11-24 პრემიერმა ლილოში ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ქარხნის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის წარმოება დაიწყება, - 50 მილიონი ლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტი, რომლის მიმდინარეობას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო, ლილოში იტონგის (Ytong) ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობას გულისხმობს.
-
2018-11-23 პრემიერ-მინისტრი ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს.
-
2018-11-23 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობა სამების ტაძრიდან მოულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს სამების საკათედრო ტაძრიდან მოულოცა.
-
2018-11-22 მიღება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების პატივსაცემად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დასასრულს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო, რომელსაც საქართველოს საელჩომ უმასპინძლა.
-
2018-11-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს დიდ მხარდამჭერსა და ფასდაუდებელ მეგობარს, პრეზიდენტ იუნკერს და ევროკომისრებს.
-
2018-11-21 მამუკა ბახტაძისა და ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები მონაწილეობდნენ.
-
2018-11-21 მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს - ობიექტური
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს - ობიექტური, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუ ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
-
2018-11-21 პრემიერი - ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით ისარგებლოს
დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლო დადგომის კომენტირებისას განუცხადა.
-
2018-11-21 პრემიერ-მინისტრი არასამთავრობოებს მოუწოდებს, შესაძლო დარღვევების შესახებ კონკრეტული ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართონ შესაბამის ორგანოებს
2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ყველა არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა და "ქართული ოცნება"' გახლავთ იმის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
-
2018-11-21 მამუკა ბახტაძე - საქართველო აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არის ისტორიული დღე; საქართველო აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორედ საქართველოს შესთავაზეს ეს უნიკალური პლატფორმა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრები.
-
2018-11-21 პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ახალი უმაღლესი ფორმატის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის განსაკუთრებული ეტაპის დასაწყისად შეაფასეს
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სფეროში ახალი და გამონაკლისის სახით შექმნილი ფორმატი დამატებით სტიმულს მისცემს ურთიერთობებს და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაჩინო და წარმატებულ მაგალითს მთელს სამეზობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2018-11-21 პრეზიდენტმა ტუსკმა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრაზე საქართველოსადმი მხარდაჭერა დაადასტურა
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეს და ხელს უწყობს სექტორული კავშირების გაღრმავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2018-11-21 პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა. მთავრობის მეთაური ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.
-
2018-11-20 პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით.
-
2018-11-19 პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიფინგი
დღეს მინდა გაგაცნოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს.
-
2018-11-17 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წლის იუბილე მიულოცა
1991 წელს, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა; მას შემდეგ ამერიკელი ხალხი განუხრელად გვიდგას გვერდში იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას დამოუკიდებლობის, ევროპულ ოჯახსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
-
2018-11-17 მამუკა ბახტაძე - თითოეული მეხანძრე-მაშველი ჩვენთვის ნამდვილი გმირია
ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას; ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
-
2018-11-16 პრემიერ-მინისტრი კასპში „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კასპში დღეს „ჰაიდელბერგცემენტის" ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც დასასრულს უახლოვდება.
-
2018-11-16 მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაათვალიერა.
-
2018-11-15 პრემიერ-მინისტრი ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა
მინდელის შახტის შესახებ მაღალკვალიფიციური საინჟინრო დასკვნა დეკემბერში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც იმ უბნებზე, რომლებზეც პოზიტიური დასკვნა იარსებებს, მუშაობა განახლდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-11-15 მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი შეემატა ჩვენს სისტემას, ქუთაისში გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მოემსახურება ჩვენს სამხედროებს, აქ შეძლებენ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნისას განაცხადა.
-
2018-11-15 მამუკა ბახტაძე - განათლებით ყველა მთავარი ეროვნული მიზნის მიღწევაა შესაძლებელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაათვალიერა.
-
2018-11-14 მამუკა ბახტაძემ ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა.
-
2018-11-13 მამუკა ბახტაძე მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში სწორედ დღევანდელი დღე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართველი ერის სულის სიმტკიცის, ჩვენი რწმენის სიმტკიცის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2018-11-12 მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე გაახმოვანა.
-
2018-11-12 პრემიერ-მინისტრი ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გერტ-ჰინრიჰ არენსს შეხვდა.
-
2018-11-12 მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ სტივენ ლაიონსს შეხვდა.
-
2018-11-11 პრემიერ-მინისტრი პოლონეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ვულოცავ პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოსათვის ძალიან ღირებულია ქართველ და პოლონელ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებად იქცა.
-
2018-11-09 მამუკა ბახტაძე - საქართველოს წარმატება წარმომიდგენია სწორედ განათლების სექტორის ძირეული რეფორმით და ამ რეფორმაში პროფესიულ განათლებას უნდა ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი
საქართველოს წარმატება წარმომიდგენია სწორედ განათლების სექტორის ძირეული რეფორმით და ამ რეფორმაში პროფესიულ განათლებას უნდა ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2018-11-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე
ქართული დიპლომატის დღესთან დაკავშირებული შეხვედრა არ შემიძლია არ დავიწყო ჩვენი დიდი წინაპრის, სულხან-საბა ორბელიანის ხსენებით, რომლის სახელსაც უკავშირდება სწორედ ქართული დიპლომატია.
-
2018-11-09 მამუკა ბახტაძე - პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში სულ უფრო ვითარდება, გვყავს ჩემპიონებიც, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობთ
პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში სულ უფრო ვითარდება; დღეისთვის პარასპორტის 15 სახეობა არსებობს, ხოლო მზადებას გადის 300-მდე პარაოლიმპიელი;
-
2018-11-08 მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
-
2018-11-08 პრემიერ-მინისტრი სერ ალან დანკანს შეხვდა
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ძალიან მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დანკანის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2018-11-08 მამუკა ბახტაძე - 2000-მდე დევნილი ახალ საცხოვრებელ ბინას მიიღებს
დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია 90 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-11-08 პრემიერი ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციაზე
ირლანდიის სენატის მხრიდან გამოხატული ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად სანდო და საიმედო პარტნიორია საქართველო ჩვენი ევროპელი და დასავლელი მეგობრებისთვის - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ირლანდიის სენატის მიერ ერთხმად მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია.
-
2018-11-08 2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სდსს-ს თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ
2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-11-08 მთავრობის ინიციატივით, სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში ფულადი დახმარება 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ
მთავრობა სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულად ცვლის, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ახალი სისტემის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მუშაობის დაწყების მიუხედავად, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ.
-
2018-11-08 მთავრობის გადაწყვეტილებით, 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან თანხები მობილიზდება
სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც 2013 წლიდან დაიწყო, სწორედ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე 1634 ოჯახია ბინით უზრუნველყოფილი.
-
2018-11-08 მამუკა ბახტაძე - ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან
ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
-
2018-11-08 მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად
მინდა, გამოვეხმაურო სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას. რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა 2008 წლიდან.
-
2018-11-08 მამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში
2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-11-07 მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, მატეო პატრონეს შეხვდა.
-
2018-11-05 მამუკა ბახტაძე - ჩვენ შანხაის ფორუმში პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ვმონაწილეობდით, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის საშუალებას მოგვცემს
ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
-
2018-11-05 Unicef-ი საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების 5-ჯერ გაზრდას მიესალმება
Unicef-ი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების 5-ჯერ გაზრდის შესახებ, - ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შანელ ჰოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს შანხაიში გაიმართა.
-
2018-11-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმის თემატურ დისკუსიაზე “ვაჭრობა და ინვესტიციები”
ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ყოფნა. ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში ვმონაწილეობ და ამავდროულად ჩემს ქვეყანას - საქართველოს წარმოვადგენ.
-
2018-11-05 ჩინეთის ანხვეის პროვინციის ლოგისტიკური ცენტრი ქართულ პროდუქციას 3 წლით უსასყიდლოდ დაეთმობა
საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ჩინეთის ანხვეის პროვინციაში განლაგებული ლოგისტიკური ცენტრით სამი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს, - ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ თემაზე ქართულ მხარესა და Anhui ANZ Food Limited-ს შორის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
-
2018-11-05 საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება
საქართველოში მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი, - შესაბამისი შეთანხმება "ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან" საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
-
2018-11-05 პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ქართული პავილიონი დაათვალიერა
შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
-
2018-11-04 პრემიერ-მინისტრმა და Bank of China Group-ის თავმჯდომარემ ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.
-
2018-11-02 მამუკა ბახტაძე - ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება აშშ-თან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური გზავნილი რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად
თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-თან იქნებოდა ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და წინაპირობა ყველასთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივას, დაჩქარდეს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება.
-
2018-11-02 მამუკა ბახტაძე - სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ
სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-11-02 მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება
ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შესამცირებლად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის, აგრეთვე, ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.
-
2018-11-02 მამუკა ბახტაძე - ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან
ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რამდენიმე დღის წინ ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ე.წ fake news-ს.
-
2018-11-02 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო შეძრა უმძიმესმა ფაქტმა, როდესაც გორში 8 წლის ბავშვი გახდა შემზარავი ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.
-
2018-11-01 პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე
მოგესალმებით ყველას! მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, ჩვენს კოლეგებს, სტუმრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.