-
2019-02-11 მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს
საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე - ‘'მიღწევები ელიმინაციის გზაზე'' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-02-11 მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და საქართველოს მთავრობას ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-02-11 პრემიერ-მინისტრმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა.