-
2019-02-19 მამუკა ბახტაძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ლუიზა ვინტონს შეხვდა.
-
2019-02-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკავშირის ელჩის განცხადებები მედიისთვის
დღეს ხელი ეწერება მნიშვნელოვან ფინანსურ ხელშეკრულებას - ფორმდება შეთანხმება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
-
2019-02-19 პრემიერ-მინისტრმა EIB-ს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფისა და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-02-19 მამუკა ბახტაძე - ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებაში
ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.