-
2019-04-04 პრემიერ-მინისტრი 5 აპრილს გურიას ეწვევა
მთავრობის მეთაური 12:00 საათზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურების ახლად აშენებულ საჯარო სკოლას დაათვალიერებს, ასევე ესტუმრება ნასაკირალის სკოლას, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდება.
-
2019-04-04 პრემიერ-მინისტრი კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
-
2019-04-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს. მთავრობის მეთაურის ვიზიტი ევროპის საბჭოში 9-10 აპრილს არის დაგეგმილი.
-
2019-04-04 მამუკა ბახტაძე - ჩეხეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ძალიან დადებით გარემოს
ჩეხეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ძალიან დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჩეხეთის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას.
-
2019-04-04 მთავრობა პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს
დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი,რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 2019 - 2022 წლებში ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება
2019 - 2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 მამუკა ბახტაძე - საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი
საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 მამუკა ბახტაძე - ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყოს
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 მამუკა ბახტაძე - დღეს ინიცირებას გავუკეთებთ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არსებული თუ მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე
დღეს ჩვენ ინიცირებას გავუკეთებთ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 პრემიერ-მინისტრმა კლინიკა „ჯერარსი“ გახსნა
დღეს ჩვენ ვხსნით ობიექტს, რომელშიც ინვესტირებულია 40 მილიონ ლარზე მეტი, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ჯერარსის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.