-
2019-05-31 მამუკა ბახტაძე - ისეთი პროფესიის არჩევა, რომ დაეხმარო საკუთარ მოქალაქეს და სიცოცხლე დააყენო საფრთხის ქვეშ, შეუძლია ყველაზე გაბედულ ადამიანს და მათ, რომელთაც უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო
ისეთი პროფესიის არჩევა, რომ დაეხმარო საკუთარ მოქალაქეს და სიცოცხლე დააყენო საფრთხის ქვეშ, შეუძლია ყველაზე გაბედულ ადამიანს და მათ, რომელთაც უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-31 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში
დღეს უკვე მეორედ ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში. პირველი რაც მსურს გითხრათ, ის არის, რომ ჩვენ გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე და დიახ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანი.
-
2019-05-30 მამუკა ბახტაძე - კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა
კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფორუმზე - „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019" - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს.
-
2019-05-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
-
2019-05-27 საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება
საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს კომპანია „აი გრუპისა" და ჩინური კომპანია „ჩანგანის" წარმომადგენლებს შეხვდა.
-
2019-05-27 მამუკა ბახტაძე - ჩემთვის ჩვენი დიასპორა ქართული სულის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველია
ჩემთვის ჩვენი დიასპორა არის ქართული სულის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-26 პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა
თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-05-26 პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე
მივესალმები სრულიად საქართველოს და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს.
-
2019-05-26 პრემიერ-მინისტრმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო
მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
-
2019-05-24 პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შორის განხილვის მთავარი თემა.
-
2019-05-24 მამუკა ბახტაძე რობერტ რედფილდს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორ რობერტ რედფილდს შეხვდა.
-
2019-05-23 პრემიერმა საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს უმასპინძლა
საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ მარკ პრიჩარდის შეხვედრის მთავარი თემა.
-
2019-05-23 სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს აფართოებს, - აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
-
2019-05-23 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - ჩემი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი დიასპორის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში
ჩემი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი დიასპორის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-23 მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მუზეუმი საკონფერენციო დარბაზს, ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკას და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.
-
2019-05-23 პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭება ძალიან დიდი გამარჯვებაა
ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭება ძალიან დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - აშშ-ს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ერთსულოვნად მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა
თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შუალედური არჩევნები მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე
"საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-22 მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა
ღრმად მწამს, ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციების მიმართულებით ახალი 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამოცხადებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
-
2019-05-22 2019 წლის 23 მაისს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 6 საკითხი.
-
2019-05-22 პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა
პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისს შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-05-21 მამუკა ბახტაძე - თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება ვერ წარმომიდგენია
ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე განაცხადა. ფორუმი, სახელწოდებით - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში" წყალტუბოში გაიმართა.
-
2019-05-21 პრემიერმა ქუთაისის ახლად რეაბილიტირებული 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა.
-
2019-05-21 მამუკა ბახტაძე - უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა
უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
-
2019-05-20 მამუკა ბახტაძისა და კრისტინ ლაგარდის ერთობლივი პრესკონფერენცია
მაქვს პატივი, საქართველოში ვუმასპინძლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს და საქართველოს ძალიან კარგ მეგობარს.
-
2019-05-20 მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს უმასპინძლა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და იმ პროგრამას, რომელიც ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-05-17 მამუკა ბახტაძე - საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს
საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის მოსახლეობას, რომელსაც დღეს შეხვდა.
-
2019-05-17 სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადები 2019 წლის 17-დან და 26 მაისამდე მიიღება.
-
2019-05-17 მამუკა ბახტაძე - გოდერძის კურორტს ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითარებთ
გოდერძის კურორტს, გენერალური გეგმის შესაბამისად, ისე განვავითარებთ, რომ ის აუცილებლად გახდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე კურორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კურორტ გოდერძიზე, საინვესტიციო პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
-
2019-05-17 ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება
ბათუმში, 7 ჰექტარ ფართობზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
-
2019-05-16 მამუკა ბახტაძე - გვაქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია, ჩვენ უნდა გავხდეთ ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი
გვაქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია. ჩვენ უნდა გავხდეთ ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
-
2019-05-15 საქართველო და ყაზახეთი საერთაშორისო კომპანიებს ახალ ერთობლივ ლოგისტიკურ პროექტებს შესთავაზებენ
ყაზახეთი საქართველოსთან ერთად წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო ღერძს; მნიშვნელოვანია, ახალი ერთობლივი ლოგისტიკური პროექტები შევთავაზოთ საერთაშორისო კომპანიებს და დღეს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-05-15 მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, 2022 წლისთვის საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყოს 1500-1800 ლარის დიაპაზონში
ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ჩვენი მასწავლებლების საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო სტატისტიკურ ხელფასზეც კი მცირეა და ეს სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში, პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2019-05-15 პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს, დარიგა ნაზარბაევას შეხვდა.
-
2019-05-15 მამუკა ბახტაძემ და კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს
საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ძალიან ფართო პერსპექტივა აქვს და მნიშვნელოვანია ამ მხრივ არსებული პოტენციალის სრულად ათვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2019-05-15 პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
-
2019-05-14 EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აფასებს
საქართველო არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-05-14 მამუკა ბახტაძე - საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი
საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-05-14 მამუკა ბახტაძე - ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან ჩემი ერი მზადაა, წინ დიდი ნაბიჯებით იაროს
10 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობა შესანიშნავი და გაბედული იდეა იყო შორს, მომავალში ხედვას გულისხმობდა, ახლა სხვა დიადი იდეა გვჭირდება, რათა ყველა ერი დარწმუნდეს, რომ ხელშესახები სამიზნე ორიენტირი გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ" განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-05-14 მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას, პაველ ფილიპს შეხვდა.
-
2019-05-14 EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი - პრემიერ-მინისტრს მკაფიო ხედვა აქვს სამარშრუტო ტაქსების ელექტროავტობუსებითა და ეკოლოგიური მანქანებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რასაც სიამოვნებით დავუჭერთ მხარს
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ჩვენი მთავარი პარტნიორია და ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2019-05-14 მამუკა ბახტაძემ და ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
-
2019-05-13 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო. მთავრობის მეთაური აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის 10 წლის საიუბილეო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.
-
2019-05-13 საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2019-05-12 პრემიერ-მინისტრი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევას და საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
-
2019-05-11 პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი გახდება.
-
2019-05-11 მამუკა ბახტაძე - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი, იყოს წარმატებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით
სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური, ყველაზე დიდი პოტენციალი, რათა იყოს წარმატებული რეგიონი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-11 პრემიერ-მინისტრი კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.
-
2019-05-11 პრემიერმა ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
-
2019-05-10 მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
-
2019-05-10 პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა.
-
2019-05-10 პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 13-14 მაისს ბრიუსელს ეწვევა. მთავრობის მეთაური „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
-
2019-05-10 თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება
თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაფინანსების ზრდა დედაქალაქში მათ შორის ე.წ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას უკავშირდება.
-
2019-05-10 პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა 100 000-დან 250 000 ლარამდე ლარამდე იზრდება
თანამედროვე ტიპის ინტენსიური ბაღების მეტ ფართობზე გაშენების მიზნით, პროგრამაში „დანერგე მომავალი" ერთ ბენეფიციარზე მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა 100 000-დან 250 000 ლარამდე ლარამდე იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-10 მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო
მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.
-
2019-05-10 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-10 მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის
მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის, - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას დღეს წარედგინა.
-
2019-05-10 ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, რისთვისაც ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი შეიქმნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი ემატება, - ახალ მოადგილეებს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
-
2019-05-10 პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.
-
2019-05-10 მამუკა ბახტაძე - ნებისმიერ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არათუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ, მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს
განათლება არის გზა თავისუფლებისკენ, ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ, ევროპისკენ, კეთილდღეობისა და ყველა იმ მძიმე გამოწვევის დაძლევისკენ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სემინარის - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" გახსნისას განაცხადა.
-
2019-05-09 მამუკა ბახტაძე - ვაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს გავუთანაბროთ, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში
პერსონალური მონაცემების მაღალი სტანდარტებით დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ის აძლიერებს მოქალაქეების უფლებებსა და ზრდის ნდობას მთავრობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის მონაცემთა დაცვის ადმინისტრაციების 29-ე კონფერენციის გახსნისას განაცხადა.
-
2019-05-09 პრემიერ-მინისტრმა ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
-
2019-05-08 მახათას მთაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება, - შესაბამისი მემორანდუმი მთავრობას, საპატრიარქოსა და საზოგადოებას - „ივერიისა" შორის დღეს გაფორმდა.
-
2019-05-08 მამუკა ბახტაძე - კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც,ვფიქრობ, ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი გახდება
ჩვენი ექსპორტი რეკორდული ტემპებით იზრდება, მაგრამ ამავე დროს ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და გვსურს მეტი, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2019-05-08 მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, თბილისი ვაქციოთ ევროპულ დედაქალაქად ყველა სტანდარტის მიხედვით
ჩვენი ამოცანაა, თბილისი აუცილებლად გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი ყველა სტანდარტის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-07 მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვქმნით ახალ ახალგაზრდულ პლატფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდული ფესტივალები საქართველოს ყველა კუთხეში ჩავატაროთ
ჩვენ უახლოეს მომავალში შევქმნით ახალ ახალგაზრდულ პლატფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდული ფესტივალები საქართველოს ყველა კუთხეში ჩავატაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტუდენტურ ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-06 მამუკა ბახტაძე - ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას გაასამმაგებს
ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გაასამმაგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში განაცხადა, სადაც ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
-
2019-05-06 პრემიერ-მინისტრი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის დადგომას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის დადგომას ულოცავს
-
2019-05-06 მამუკა ბახტაძე - თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან, რადგან ჩვენ საერთო კულტურული ფასეულობები და ღირებულებათა სისტემა გვაერთიანებს
საქართველო ევროპის კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ქვეყანა მუდამ იყო, არის და იქნება ამ სივრცის ორგანული და ჰარმონიული შემადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროექტის - „საქართველო, ევროპა" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-05 მამუკა ბახტაძე - დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა
დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
-
2019-05-05 მამუკა ბახტაძე - საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ორგანული პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ
მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-03 პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.
-
2019-05-03 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯორჯ კენტს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს, რომელიც საქართველოში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის სესიის ფარგლებში იმყოფება.
-
2019-05-03 საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები ევროკავშირში აღიარებული და ვალიდური იქნება
საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-02 მამუკა ბახტაძე - ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი
ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაც ინვესტირების ძალიან მაღალ დონეს გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-02 პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა
როგორც მთავრობის მეთაურმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ხელშესახები პროგრესის მიღწევაში დევიდ მორისონს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და უკვე 10 წელზე მეტია ამ მიმართულებით მუშაობს.
-
2019-05-01 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს უმასპინძლა
თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის 2019 წლის ჩემპიონი საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
-
2019-05-01 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
-
2019-05-01 მამუკა ბახტაძე - საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს მწვანე ეკოტურიზმში და ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი, რომელსაც რეალური პროექტებით უზრუნველვყოფთ
კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა და განვითარება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2019-05-01 მამუკა ბახტაძე - ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენი ქვეყანა იქცა რეგიონის ლიდერად და მოწინავედ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით
ჩვენი მეგობრების ფასდაუდებელი წვლილისა და არსებითი მხარდაჭერის წყალობით, ჩვენი ქვეყანა იქცა რეგიონის ლიდერად და მოწინავედ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.