-
2019-05-10 მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
-
2019-05-10 პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა.
-
2019-05-10 პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 13-14 მაისს ბრიუსელს ეწვევა. მთავრობის მეთაური „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
-
2019-05-10 თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება
თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაფინანსების ზრდა დედაქალაქში მათ შორის ე.წ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას უკავშირდება.
-
2019-05-10 პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა 100 000-დან 250 000 ლარამდე ლარამდე იზრდება
თანამედროვე ტიპის ინტენსიური ბაღების მეტ ფართობზე გაშენების მიზნით, პროგრამაში „დანერგე მომავალი" ერთ ბენეფიციარზე მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა 100 000-დან 250 000 ლარამდე ლარამდე იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-10 მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო
მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.
-
2019-05-10 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-10 მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის
მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის, - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას დღეს წარედგინა.
-
2019-05-10 ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, რისთვისაც ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი შეიქმნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტორებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის შტატი ემატება, - ახალ მოადგილეებს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
-
2019-05-10 პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.
-
2019-05-10 მამუკა ბახტაძე - ნებისმიერ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არათუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ, მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს
განათლება არის გზა თავისუფლებისკენ, ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ, ევროპისკენ, კეთილდღეობისა და ყველა იმ მძიმე გამოწვევის დაძლევისკენ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სემინარის - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" გახსნისას განაცხადა.