-
2019-05-14 EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აფასებს
საქართველო არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-05-14 მამუკა ბახტაძე - საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი
საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-05-14 მამუკა ბახტაძე - ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან ჩემი ერი მზადაა, წინ დიდი ნაბიჯებით იაროს
10 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობა შესანიშნავი და გაბედული იდეა იყო შორს, მომავალში ხედვას გულისხმობდა, ახლა სხვა დიადი იდეა გვჭირდება, რათა ყველა ერი დარწმუნდეს, რომ ხელშესახები სამიზნე ორიენტირი გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ" განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-05-14 მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას, პაველ ფილიპს შეხვდა.
-
2019-05-14 EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი - პრემიერ-მინისტრს მკაფიო ხედვა აქვს სამარშრუტო ტაქსების ელექტროავტობუსებითა და ეკოლოგიური მანქანებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რასაც სიამოვნებით დავუჭერთ მხარს
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ჩვენი მთავარი პარტნიორია და ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2019-05-14 მამუკა ბახტაძემ და ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.