-
2019-05-21 მამუკა ბახტაძე - თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება ვერ წარმომიდგენია
ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე განაცხადა. ფორუმი, სახელწოდებით - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში" წყალტუბოში გაიმართა.
-
2019-05-21 პრემიერმა ქუთაისის ახლად რეაბილიტირებული 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა.
-
2019-05-21 მამუკა ბახტაძე - უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა
უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.