-
2019-05-06 მამუკა ბახტაძე - ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას გაასამმაგებს
ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გაასამმაგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში განაცხადა, სადაც ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
-
2019-05-06 პრემიერ-მინისტრი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის დადგომას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის დადგომას ულოცავს
-
2019-05-06 მამუკა ბახტაძე - თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან, რადგან ჩვენ საერთო კულტურული ფასეულობები და ღირებულებათა სისტემა გვაერთიანებს
საქართველო ევროპის კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ქვეყანა მუდამ იყო, არის და იქნება ამ სივრცის ორგანული და ჰარმონიული შემადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროექტის - „საქართველო, ევროპა" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.