-
2019-07-11 მსოფლიო ბანკი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას მხარს დაუჭერს
განათლების მასშტაბურ რეფორმასა და ქვეყანაში ინოვაციების განვითარების ხელშესაწყობად გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
-
2019-07-11 მამუკა ბახტაძემ და პიტერ სიიარტომ საქართველო-უნგრეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებაზე იმსჯელეს
საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-07-11 პრემიერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გახსნა
ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი პატივია აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის გახსნა და თქვენი მასპინძლობა საქართველოში. მადლობას მოვახსენებ ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების და ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისთვის წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან იუბილეს - აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავს.
-
2019-07-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების პერსპექტივა განიხილეს
საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-07-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელეს
საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია,რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-07-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმის კონფერენციაზე
ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია გიმასპინძლოთ ბათუმში, რადგან ეს ქალაქი კარიბჭეა ანტიკური დროიდან მოყოლებული. მისი ისტორიული ფესვები ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნიდან იღებს დასაბამს. ეს არის ქალაქი, რომელიც უნატიფესი ევროპელი არქიტექტორების მიერ აშენდა და საუკუნეების წინ გააჩნდა „პორტო ფრანკოს" სტატუსი და ახლა უკვე 2019 წელს ევროპის წამყვან ტურისტულ დანიშნულებად მიიჩნევა განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალში.