-
2019-08-30 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც 1 ლარად შეიძენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები 1 ლარად შეიძენენ, - შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა.
-
2019-08-29 შეხვედრა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრეას ნორლენს შეხვდა.
-
2019-08-28 მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
-
2019-08-27 მამუკა ბახტაძე - მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი
მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით, ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-08-24 მამუკა ბახტაძე - პირველ რესპუბლიკას არც შიდა და არც საგარეო მტერმა არ აპატია თავისუფლებისკენ სწრაფვა და დღეს ჩვენ, ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია
პირველ რესპუბლიკას არც შიდა და არც საგარეო მტერმა არ აპატია თავისუფლებისკენ სწრაფვა და დღეს ჩვენ, ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-08-23 მამუკა ბახტაძე - მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს
დარწმუნებული ვარ, რომ მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
-
2019-08-23 მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.
-
2019-08-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.
-
2019-08-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.
-
2019-08-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულებაა.
-
2019-08-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ დვორნიკი დახვდა.
-
2019-08-22 მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელის ნატალია ჯალიაშვილის მიმართვებით გაიხსნა.
-
2019-08-21 მამუკა ბახტაძე - ბათუმში ხვალიდან დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით
სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, კომპანია „აიქარის" მიერ პროექტის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-08-21 მამუკა ბახტაძემ ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა“ დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა" დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.
-
2019-08-21 მამუკა ბახტაძე - ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ
ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი" გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი"-ს კომერციულ დირექტორთან დევიდ ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2019-08-21 მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალუბანში, გერკეულების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.
-
2019-08-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა
„მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ,", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა.
-
2019-08-20 ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის წინა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
-
2019-08-20 მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-08-17 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2019-08-17 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან 1 ლარად შეიძენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2019-08-17 პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-08-17 მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებას და თავისუფლებას
ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებას და თავისუფლებას, შესაბამისად, ჩვენი გმირი სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ნომერ პირველი ამოცანაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-08-17 მამუკა ბახტაძე - საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, მომავალ წელს დასრულდება
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, მომავალ წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-08-17 მამუკა ბახტაძე - წეროვანის სარეაბილიტაციო კომპლექსი ჩვენს რეგიონში მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში დღეს ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სამხედროებს საშუალებას მისცემს, რეაბილიტაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე გამოქვეყნებულ საარსებო მინიმუმზე - ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება
ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული
მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას ვისაუბრებ ახალ პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებული გამოწვევების დაძლევაში და გვეხმარება
პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას ვისაუბრებ ახალ პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს აბაშაში, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ამ ხალხს გვერდში ამოვუდგეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. როგორც მთავრობის მეთაურმა აბაშაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემის დაწყებისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და ამ პრობლემაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა მიუღებელია
ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძემ - მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა
ეს ტენდენციები, რაც გვაქვს, მე მაძლევს იმედს, რომ მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
-
2019-08-16 პრემიერ-მინისტრი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში მავნებელთან ბრძოლის შედეგებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დაათვალიერა.
-
2019-08-16 პრემიერ-მინისტრი სოფელ ნაცატუში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობში ფერმერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა და თხილის მოსავლის შესახებ ესაუბრა.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა ისეთი ეკონომიკური მოდელის არსებობა, სადაც თითოეული საქართველოს მოქალაქე მიიღებს შემოსავალს მისი პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება
ყოველი ასეთი პროექტი არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - თანაბრად განვავითაროთ ჩვენი რეგიონები და ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლიოთ სიღარიბე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-08-14 ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება
დღეს ხელი ეწერება უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ამ ულამაზეს ადგილზე ჩვენ ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.
-
2019-08-14 მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები
საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2019-08-14 მამუკა ბახტაძე - ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო
ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
-
2019-08-14 მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა
ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
-
2019-08-14 მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, სახელმწიფო შეასრულებს ყველა ვალდებულებას და იმედი მაქვს, კონსორციუმიც შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას,რომელიც საკუთარ თავზე აიღო
სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება.
-
2019-08-14 მამუკა ბახტაძე - კიბერდანაშაული სამწუხაროდ გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება
კიბერდანაშაული სამწუხაროდ გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება, რათა მივიღოთ სრულფასოვანი სურათი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ტვ პირველზე" განხორციელებულ შესაძლო კიბერშეტევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2019-08-13 მამუკა ბახტაძე - სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა ჩემი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროექტია ბინათმშენებლობა
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. კერძოდ, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება.
-
2019-08-13 მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან, ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტულობას
"ქართული ოცნება" არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან; ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, აბსოლუტური პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, ვისთან აპირებს კოალიციის შექმნას მმართველი გუნდი მომავალი არჩევნების შემდეგ.
-
2019-08-13 მამუკა ბახტაძე - ეკონომიკაში ყველა ძირითადი ფაქტორი ჯანსაღია და გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა, მიმდინარეობს ლარის კურსის სტაბილიზაციის პროცესი
თუ ჩვენ შევხედავთ მთლიანად ეკონომიკას, მაკროეკონომიკურ სიტუაციას, ყველა ძირითადი ფაქტორი ჯანსაღია და გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან და ახლა მიმდინარეობს ლარის კურსის სტაბილიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2019-08-13 მამუკა ბახტაძე - ინფრასტრუქტურის განვითარების ასეთი ტემპები და მასშტაბები საქართველოს არასოდეს ჰქონია
ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა; დღეს ჩვენ ვაშენებთ 140-კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-08-12 მამუკა ბახტაძე - ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, შესაბამისად, ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით
ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, ექსპორტი არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ძალიან კარგი დინამიკაა სავაჭრო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დიდგორში, თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2019-08-12 მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა
ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დიდგორში, თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2019-08-12 მამუკა ბახტაძე - დიდგორის გამარჯვება იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების და პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება
დიდგორის გამარჯვება იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების და პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება და ამავდროულად, სწორი და ძალიან ეფექტური სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც საუკუნეების შემდგომაც სანიმუშოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდგორის ველზე დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-08-11 პრემიერ-მინისტრმა 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გახსნა
თბილისთან ერთად ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში დაგვემატება ოლიმპიური პარამეტრების აუზები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც წყალბურთში ქართველ ერს ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-08-11 მამუკა ბახტაძე - საქართველოს სიმდიდრე მის მრავალფეროვნებაშია, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ ჩვენს საერთო სამშობლო
საქართველოს სიმდიდრე მის მრავალფეროვნებაშია, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ ჩვენს საერთო სამშობლოს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში, ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით შეკრებილ მუსლიმ მრევლს.
-
2019-08-09 მამუკა ბახტაძე - მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული/Agile Spirit 2019"-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-08-09 პრემიერის მრჩეველი - მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომელიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად
ჩვენ დარწმუნებული ვართ, თანმიმდევრულად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ერთობლივი განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2019-08-08 პრემიერ-მინისტრი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, ქვეყანას აარიდოს განსაცდელი, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი სიცოცხლე; სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და ოკუპანტ ძალას მიეცა საშუალება, განეხორციელებინა თავისი საოკუპაციო გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარკეთილში განაცხადა, სადაც ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
-
2019-08-08 პრემიერმა შინდისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, თითოეულმა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირები. ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც - სოფელ შინდისში, როდესაც ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ჩვენი ჯარისკაცები, - ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შინდისში განაცხადა.
-
2019-08-08 მამუკა ბახტაძე - ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი
დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა.
-
2019-08-08 მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა
საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
-
2019-08-08 მამუკა ბახტაძე - ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს
საქართველოს ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2008 წელი იყო ამის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-08-08 საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
-
2019-08-06 მამუკა ბახტაძე - მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულებას გამოიწვევს
მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულებას გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2019-08-06 მამუკა ბახტაძე - გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია
ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2019-08-06 მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად
დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსზე ტურისტების რაოდენობის გავლენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2019-08-06 მამუკა ბახტაძე - მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი
ამ პროგრამით და სხვა ნაბიჯებით, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიდგმება, მოგვეცემა საშუალება, თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის, მედიკამენტების შეძენის ხარჯი იქნება მინიმალური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თბილისის საკრებულოში, იმ პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ.
-
2019-08-04 მამუკა ბახტაძე - ჩვენი უძველესი ტრადიციები - სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ერთმანეთის თანადგომასთან, ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა
ჩვენი უძველესი ტრადიციები - სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ერთმანეთის თანადგომასთან, ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, სახალხო ზეიმ "შუამთობაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-08-02 მამუკა ბახტაძე - ჩვენს ლამაზ ქალაქს ძალიან აკლია მწვანე სივრცეები და ეს ჩვენი მწვანე პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გლდანის მე-6 მიკრორაიონში განახლებული პარკი დაათვალიერა. განხორციელებულ სამუშაოებს მთავრობის მეთაური დედაქალაქის მერთან ერთად გაეცნო.
-
2019-08-02 მამუკა ბახტაძე პატრიარქს - საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და სიბრძნე, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო
საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს და ანგელოზის დღე მიულოცა.
-
2019-08-02 2019 წლის 2 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილა.
-
2019-08-02 ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის წელს პირველად საპილოტე რეჟიმში სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა.
პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში ხორციელდება.
-
2019-08-02 C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა.
-
2019-08-02 აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-08-02 მამუკა ბახტაძე - ჩვენ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს
ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.