-
2019-09-30 გიორგი გახარია - „ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა მოხმარდეს ხალხს
„ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ, მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად ვმუშაობდით ამ ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე, ასევე მთავრობის თითოეული წევრი, თითოეული დეპუტატი ყველა დაინტერესებული პირი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტი არის გამსჭვალული იმ სულისკვეთებით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მოხმარდეს ხალხს, ეს არის ის სულისკვეთება, რომელსაც ეყრდნობა ეს ბიუჯეტი და ეს არის ის ჩვენი ვალდებულება, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-09-30 გიორგი გახარია - ეფექტურად უნდა დავეხმაროთ პირველ რიგში იმ სოციალურ ჯგუფებს რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა - ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, სამართალდამცველები, ჯარისკაცები და ექიმები
2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტი განიხილება.
-
2019-09-30 გიორგი გახარია - 2020 წლიდან პენსია 20 ლარით იზრდება - 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებსა და I ჯგუფის შშმ პირებს პენსია კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ
2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-09-30 გიორგი გახარია - 2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი
2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტი განიხილება.
-
2019-09-30 2019 წლის 30 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართება (თემა: ბიუჯეტი 2020).
-
2019-09-27 გიორგი გახარია შინდისის გმირებზე - ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს ეს ადამიანები
„მე ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს ეს ადამიანები, შინდისის გმირები, 17 ქართველი ჯარისკაცი, რომლებმაც მტერთან ბრძოლას, სამშობლოს დასაცავად შესწირა თავისი სიცოცხლე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეჟისორ დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმის „შინდისის" ჩვენების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2019-09-27 გიორგი გახარია - ეს შეხვედრა შედგა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან
იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გენერალური ასამბლეის შტაბბინაში, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2019-09-27 გიორგი გახარია - მშვიდობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის - 24 საათიანი მძიმე შრომა, ძლიერი და ერთიანი საქართველო არის ის რასაც ერთად უნდა ვემსახუროთ
მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
-
2019-09-26 2019 წლის 26 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2019-09-26 პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ტადაჰარუ უეჰარას შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-09-26 პრემიერ-მინისტრი „სოკარის“ პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.
-
2019-09-26 გიორგი გახარია - ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები
ის, რაც ტყიბულში დღეს და გუშინ ხდებოდა არის აბსოლუტურად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-09-25 2019 წლის 26 სექტემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 11 საკითხი.
-
2019-09-25 EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ლონდონში დაგეგმილ სამიტზე მიიწვია
EBRD-ი არა მხოლოდ ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, არამედ არის ორგანიზაცია, რომელმაც პრინციპული როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში და მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე 200-ზე მეტი პროექტი დააფინანსა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-09-24 დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი გიორგი გახარიას - საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შემდგომი კონსოლიდაციისთვის თქვენი ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცეს.
-
2019-09-24 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან.
-
2019-09-24 გიორგი გახარიამ აშშ-ის მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 აშშ დოლარის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
-
2019-09-23 გიორგი გახარია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს - საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა, რეგიონული დატვირთვის პროექტებს უდიდესი ყურადღება ეთმობა
საქართველოს მთავრობა მიესალმება მსოფლიო ბანკთან ეფექტურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-21 პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-20 გიორგი გახარიას თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე გააცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე გააცნო.
-
2019-09-19 რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
-
2019-09-19 პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო ფორმატებში მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა
საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და მზად არის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-19 2019 წლის 19 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2019-09-19 მთავრობა გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას განიხილავს
გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი შეემატება და თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული სივრცე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2019-09-19 გიორგი გახარია რთველზე - მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს.
-
2019-09-19 გიორგი გახარია - 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე, მკაცრად გაკონტროლდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება
2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-09-18 პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას, რაც არაერთ პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ რეზოლუციაში გამოიხატება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან - ტიტუს კორლატეანსა, კლოდ კერნთან და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-18 2019 წლის 19 სექტემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 11 საკითხი.
-
2019-09-18 გიორგი გახარია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-09-18 პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი განიხილეს
საქართველოსა და საფრანგეთს არაერთ სფეროში ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ და ვიმედოვნებ, თქვენი მისიის განმავლობაში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-17 საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2019-09-16 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური წინსვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ შონ ქერნქროსთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც თბილისში პირველი ვიზიტით იმყოფება.
-
2019-09-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები
გიორგი გახარია - მივესალმები კომისარ იოჰანეს ჰანს. ჩვენთვის დიდი პატივია, მას ვუმასპინძლოთ დღეს თბილისში. განსაკუთრებით დღეს, როდესაც დაიწყო სასწავლო წელი და როდესაც საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - ევროპულ სკოლას. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დამადასტურებელი კონკრეტული შედეგი, რომლის განხორციელებაშიც ბატონი კომისარს პირადი წვლილი არის ძალზე დიდი.
-
2019-09-16 პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
-
2019-09-16 გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-09-16 გიორგი გახარია - ევროპული სკოლის გახსნა არის ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში
ევროპული სკოლის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და რაც მთავარია - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-09-16 შეხვედრა პატრიარქთან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა.
-
2019-09-15 პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრა.
-
2019-09-14 გიორგი გახარია - ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები
ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-13 გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე ოკუპირებულ ახალგორსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესები განიხილა
ოკუპირებულ ახალგორში ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-09-13 პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა
პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მათეუშ მორავიეცკიმ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.
-
2019-09-13 გიორგი გახარია გუბერნატორებს - აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება
რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-13 ჩეხეთის პრემიერი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
-
2019-09-13 შვეიცარიის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა
შვეიცარიის პრეზიდენტმა ული მაურერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.
-
2019-09-13 2019 წლის 13 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2019-09-13 გიორგი გახარია - ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა
ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერები მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი იქნებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2019-09-12 პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი ხაზგასმაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-12 2019 წლის 13 სექტემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 11 საკითხი.
-
2019-09-11 გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
-
2019-09-11 პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
-
2019-09-10 გიორგი გახარიამ ანდერს ფოგ რასმუსენს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენი მთავრობა ამ კურსის ერთგულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-10 ლინას ლინკევიჩუსმა გიორგი გახარიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლიეეტუვას მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
ლიეტუვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის აქტიური, მკაფიო მხარდამჭერია და ამ მიმართულებით დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-10 გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.
-
2019-09-10 გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან გამართა
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-08 პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა
98 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.
-
2019-09-02 მამუკა ბახტაძე - განათლების, როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია
სტრატეგიული განვითარების ჩარჩოში განათლებას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლების - როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეწამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.