-
2019-10-31 2019 წლის 1 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 7 საკითხი.
-
2019-10-31 პრემიერ-მინისტრი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს და დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის და დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა.
-
2019-10-31 გიორგი გახარია - პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების სიმბოლო და მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები გახლავთ შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე
თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა.
-
2019-10-31 გიორგი გახარია - დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ
დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-10-31 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით, გაზაფხულზე საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით, თბილისს გაზაფხულზე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-10-31 გიორგი გახარიას და რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება
საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება, - ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრისას შედგა.
-
2019-10-30 გიორგი გახარია ჯორჯ კენტს შეხვდა
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-10-30 გიორგი გახარია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქცია იქნება წინგადადგმული ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით
ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ვფიქრობთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება, იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-10-29 გიორგი გახარია წყალტუბოს აღორძინების პროექტზე - „ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს“
დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების შესახებ გააკეთა განცხადება. წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის მისი კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს.
-
2019-10-29 პრემიერ-მინისტრმა ხელოვნების სასახლეში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალის გამოფენა დაათვალიერა, რომელიც ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
-
2019-10-29 პრემიერ-მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა
თუ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდა, არ შეიქმნა ძლიერი საშუალო კლასი და არ გაძლიერდა პროფესიონალური ბიუროკრატია, გამოწვევები გაიზრდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-28 გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა.
-
2019-10-28 გიორგი გახარიამ და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკისა და სამშვიდობო საკითხებში, როზმარი დიკარლოს შეხვდა.
-
2019-10-26 პრემიერი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მთავრობის მეთაურმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.
-
2019-10-26 გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობა და ტურიზმი არის ის, რასაც შეუძლია დღეს სამეგრელოს და ზემო სვანეთს შემოსავალი მოუტანოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა.
-
2019-10-26 პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებს - ეს ქვეყანა თქვენია, თქვენ ხართ მისი მომავალი
დღეს ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მასში თქვენი ჩართულობის ხარისხი დაბალი იქნება, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს მიურატების რეზიდენციაში შეხვდა.
-
2019-10-26 გიორგი გახარია ექიმებს - არ უნდა გავაჩინოთ ზედმეტი მოლოდინები და არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს
ბევრია სამუშაო, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო ზემო-სვანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-26 გიორგი გახარია - სახელმწიფო თავის თავს გამოხატავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, რათა, შეასრულოს თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია მომავალი თაობების და პენსიონერების წინაშე
სახელმწიფო გამოხატავს თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, იმისთვის, რომ თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია შეასრულოს მომავალი თაობების და პენსიონერების წინაშე; ამ პრინციპზეა აგებული თავიდან ბოლომდე მომავალი წლის ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხდა.
-
2019-10-26 გიორგი გახარია - საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი
დღეიდან სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. ახალი შენობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
-
2019-10-24 2019 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2019-10-24 გიორგი გახარია - აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის იმ წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიზაციის დადასტურება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს
საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
-
2019-10-24 გიორგი გახარია - თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალზედ წარმატებული იყო, მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა, ჩატარდა სამასზე მეტი ორმხრივი ბიზნესშეხვედრა
„აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, იყო ძალზედ წარმატებული, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შეფასებისას განაცხადა.
-
2019-10-23 ირაკლი ჩიქოვანი - ორპარტიული მხარდამჭერი აქტი მიუთითებს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები დღეს უმაღლეს დონეზეა
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი კიდევ უფრო მეტად ამყარებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კიბერუსაფრთხოების დარგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-10-23 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნა.
-
2019-10-22 გიორგი გახარია - მასპინძლობა ჩვენს გენშია, ეს არის ქვეყანა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს
ჩვენთვის დიდი პატივია, მესამედ ვუმასპინძლოთ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-10-22 გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.
-
2019-10-22 პრემიერ-მინისტრი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლს შეხვდა.
-
2019-10-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.
-
2019-10-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გახსნა
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე!
-
2019-10-21 გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.
-
2019-10-21 გიორგი გახარია კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.
-
2019-10-21 გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ამის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია
გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.
-
2019-10-19 გიორგი გახარია შიდა ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას - რასაც ვაკეთებთ, ეფექტიანად უნდა კეთდებოდეს, დათვლადი და გაზომვადი იყოს, რა სახით მიდის თითოეულ მოქალაქემდე თითოეული ლარი
ჩვენი მიზანია, დროისა და ეფექტურობის ნაწილში დათვლადი და გაზომვადი იყოს, რა სახით მიდის თითოეულ მოქალაქემდე თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს და უნდა გვახსოვდეს, რომ თუ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-19 პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში, მეწარმეებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლში, მეწარმეებს შეხვდა.
-
2019-10-19 გიორგი გახარია სპორტსმენებს - თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში - საოკუპაციო ხაზთან
დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო ჩემპიონით, 4 ოლიმპიური ჩემპიონით და 30 კაცზე მეტი ევროპის ჩემპიონით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-19 გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა.
-
2019-10-19 გიორგი გახარია - განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სექტორული შეხვედრების პარალელურად რეგიონებში შეხვედრებს იწყებს.
-
2019-10-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამინისტროებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც მთავრობის ძალისხმევა მიიმართება.
-
2019-10-18 ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უახლოეს მომავალში განახლდება
ჩვენ ძალიან ვაფასებთ დამოუკიდებელი ექსპერტების ობიექტურ და ზოგიერთ შემთხვევაში კრიტიკულ შეფასებებსაც, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.
-
2019-10-18 გიორგი გახარია კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემა.
-
2019-10-17 გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთ წევრს 2020 წლის 24 იანვარს ეწურება უფლებამოსილების ვადა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.
-
2019-10-17 გიორგი გახარია - შატილში ახალი სკოლა აშენდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.
-
2019-10-17 გიორგი გახარია ომის ვეტერანებს - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება
ჩემთვის დიდი პატივია, ვხედავდე აქ, ამ ქვეყნის ისტორიისთვის მართლაც სასიქადულო და საამაყო სახეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ისტორიას ქმნიდნენ, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვეტერანებს მიმართა.
-
2019-10-17 2019 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.
-
2019-10-16 2019 წლის 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 10 საკითხი
-
2019-10-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო.
-
2019-10-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტსა და კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.
-
2019-10-15 საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები მედიისთვის.
-
2019-10-15 გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო
საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო.
-
2019-10-14 გიორგი გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა საქართველოს ისტორიის სიმბოლო
სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის საქართველოს ისტორიის სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში განაცხადა.
-
2019-10-11 გიორგი გახარია სამშენებლო სექტორს - იქ სადაც სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რესურსი არსებობს, მივიღოთ, იქ სადაც სისტემური პრობლემებია, დავსხდეთ და ერთად ვილაპარაკოთ
მშენებლობა არის ის დარგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის იყო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი, იყო და არის დარგი, რომელიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-11 საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს
თბილისმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების გამოხატვასა და მეტად ძლიერ ალიანსს იმსახურებს.
-
2019-10-10 გიორგი გახარია - ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ბევრად უფრო ძლიერი
ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-10 2019 წლის 10 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
-
2019-10-10 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პრემიერი დღეს მეღვინეებს და მევენახეობის წარმომადგენლებს შეხვდება.
-
2019-10-10 გიორგი გახარია - ალიევმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს - დიახ, გვაკავშირებს, იმიტომ რომ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ იყო პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში. პრემიერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა ორმხრივ და რეგიონულ განზომილებას და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა.
-
2019-10-10 გიორგი გახარია - ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 პოლიციელს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას
რა თქმა უნდა ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-10-09 გიორგი გახარია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოგტაი ასადოვს და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგტაი ასადოვსა და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
-
2019-10-09 2019 წლის 9 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 9 საკითხი
-
2019-10-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას „ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.
-
2019-10-09 გიორგი გახარია ილჰამ ალიევს - დარწმუნებული ვართ, ამ ვიზიტით ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები
პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-08 „საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში“
ევროპასა და აზიაში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური სტრატეგიების გადათამაშება, ხოლო ამ თავსატეხის გაბნეული ფიგურბი კავკასიაში იყრის თავს, მათ შორის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
-
2019-10-08 ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
-
2019-10-08 გიორგი გახარია - ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ყოველწლიურად იზრდება
არის სისტემური საკითხები, რომლებსაც განსხვავებული მიდგომა სჭირდება და ამ მიმართულებით მთავრობა ტურიზმის სექტორთან ერთად იმუშავებს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
-
2019-10-08 გიორგი გახარია: „როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას“
„ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალისთვისაც მოვემზადები" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კავშირს ვანო ზარდიაშვილის მანდატის დატოვებასა და მომავალ არჩევნებს შორის.
-
2019-10-08 გიორგი გახარია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ - პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში
"ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2019-10-08 გიორგი გახარია - ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარება დამოკიდებულია ბიზნეს გარემოზე, მის განვითარებაზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას
ეკონომიკის სწრაფი და რაც მთავარია მდგრადი განვითარება დამოკიდებულია პირველ რიგში ბიზნეს გარემოზე, მის განვითარებაზე და შესაბამისად იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-07 პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა.
-
2019-10-07 გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-05 გიორგი გახარია - სულ მალე ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული, კომფორტული ქალაქი და ყოველთვის გვემახსოვრება თბილისის ყველაზე დიდი ნიშანი - ტოლერანტობა
„ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომჩვენი ქვეყნის წარმატება გადის თბილისისწარმატებაზე. ვიცი, რომ სულ მალე ჩვენგვექნება კიდევ უფრო წარმატებული, კიდევუფრო კომფორტული ქალაქი დაყოველთვის გვემახსოვრება ამ ქალაქისყველაზე დიდი ნიშანი - ტოლერანტობა," -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატიოთბილისელის დაჯილდოების ცერემონიაზესიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-10-05 გიორგი გახარია - თბილისელებს მინდა ვუსურვო, რომ ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით სულ უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპისკენ
სასიამოვნოა, როდესაც ამ უბნებში დადიხარ და ხედავ თბილისს, უაღრესად ტრადიციულ ქალაქს, თუ როგორ სწრაფად ემსგავსება ევროპას, როგორ ინახავს თავის ტრადიციებს, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიდის ევროპისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-10-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის ერთობლივი განცხადებები
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ნატოსა და საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
-
2019-10-03 გიორგი გახარია - უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია
ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-10-03 როუზ გოტმიოლერი გიორგი გახარიას - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2019-10-03 2019 წლის 3 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2019-10-03 გიორგი გახარია - გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს
გიორგი გახარია კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
-
2019-10-03 გიორგი გახარია - მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან, მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს სახეზე და აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე
ერთობლივი მუშაობის შედეგად ბიუჯეტი გამოვიდა საკმაოდ დაბალანსებული, მასში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-10-02 2019 წლის 3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 7 საკითხი
-
2019-10-02 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას გამო მწუხარება გამოთქვა.
-
2019-10-01 გიორგი გახარია - პენსიონერებს, მასწავლებლებსა და პოლიციელებს სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს. ეს არის ის მცირე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ამ ქვეყნის მომავალი დგას
პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლებს განათლების რეფორმის ფარგლებში ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ მართლწესრიგს ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს. ეს არის ის მცირე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ამ ქვეყნის მომავალი დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-10-01 გიორგი გახარია - ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, რათა მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა
ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, რამეთუ მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2019-10-01 გიორგი გახარია - ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს ასევე ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე, ასი ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2019-10-01 გიორგი გახარია ექსპერტებს - დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-01 გიორგი გახარია ექსპერტებთან შეხვედრაზე - ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და საშუალო კლასი
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში, საშუალო კლასის სისუსტე ან გარკვეულწილად არარსებობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-01 მაიკლ პომპეო გიორგი გახარიას - ველით თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.