-
2019-11-30 ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ლელა აქიაშვილმა კატო მიქელაძის პრემიის დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
ლელა აქიაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალ უფლებადამცველებს მათი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათთან თანამშრომლობის გაძლიერება მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
-
2019-11-30 გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის პროექტი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
-
2019-11-29 გიორგი სახოკია - MICS - ის კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობას დაეხმარება კონკრეტულ დადგენილ მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები“
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები მედიას წარუდგინეს
-
2019-11-29 გიორგი გახარია, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, 30 ნოემბერს, თურქეთში, ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
-
2019-11-29 ნათია მეზვრიშვილი: “საქართველო „OGP“-ს მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს: ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავააქტიურებთ”
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ნათია მეზვრიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული შუალედური კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. კვლევამ სახელმწიფო სერვისების მიმართ მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი შეისწავლა.
-
2019-11-29 გიორგი გახარია - რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში
ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც არსებობს, რომელიც სრულად არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2019-11-29 განცხადება
საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge მოქალაქე ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ გამოქვეყნდა 2019 წლის 4 ნოემბერს.
-
2019-11-28 ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ლელა აქიაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
-
2019-11-28 გიორგი გახარია - თითოეული მოქალაქე გრძნობს,როგორ ვითარდება თბილისი ევროპული ქალაქად. კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან
დღევანდელი ღონისძიება არის იმის დამადასტურებელი, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2019-11-28 გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს
ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2019-11-28 გიორგი გახარია - სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობის უფლება არ უნდა მივცეთ არავის, სახელმწიფომ კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნოს მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლებად შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და მსგავს ნაბიჯებზე ჩვენი პასუხი იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-28 2019 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.
-
2019-11-28 გიორგი გახარია - ჩვენი ევროპული გზა არის ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების არჩევანი, რომელსაც არ გადავუხვევთ
გუშინ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ეს არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად დიდი შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-22 კონფერენცია სახელწოდებით - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ გრძელდება
„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ" - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. დღევანდელი სესიის პირველი ნაწილი „ევროკავშირის სამეზობლოში პრაქტიკული რეაგირების გაძლიერებას" დაეთმო. სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კონფერენციაში მონაწილე წევრებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
-
2019-11-21 ნათია მეზვრიშვილი - საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე გამართული კონფერენციის ოფიციალურ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
-
2019-11-21 ლელა აქიაშვილი 203-ე სკოლის სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი 203-ე სკოლის სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა.
-
2019-11-21 2019 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
-
2019-11-21 გიორგი გახარია - მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი,ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად
მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-21 „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ!“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო მასპინძლობს
სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე თბილისი მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
-
2019-11-21 საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება
საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-21 გიორგი გახარია - ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი
ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-21 გიორგი გახარია - უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-20 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში 4 პირი მონაწილეობს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ოთხმა პირმა გამოთქვა. შესაბამისი განცხადებები და საჭირო დოკუმენტაცია მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით მაია მეცხვარიშვილმა, მარიამ სულაბერიძემ, ივანე მახარაძემ და კახი ბექაურმა წარადგინეს.
-
2019-11-19 გიორგი გახარია - მიუხედავად მიმდინარე დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ბიზნესგარემო იყოს სტაბილური და პოზიტიური
თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია, როგორც ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ასევე, როგორც ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-11-19 გიორგი გახარია - კითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება, ადრე ეს იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს - ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის
შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება" მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2019-11-16 გიორგი გახარია - შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა
უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა; ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-11-15 პრემიერ-მინისტრი 2020-ის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020-ის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.
-
2019-11-15 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
-
2019-11-15 ლელა აქიაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ
მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, თანასწორობის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-11-14 2019 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილა.
-
2019-11-14 გიორგი გახარია - ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით
ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-14 ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა
ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა.
-
2019-11-14 პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა. ახალი ბიზნესომბუდსმენი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
-
2019-11-14 გიორგი გახარია - მიხეილ ჩხენკელი ჩართული იყო განათლების სისტემური რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში
ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, მიხეილ ჩხენკელის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
-
2019-11-14 გიორგი გახარია - პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი კენჭისყრაში მონაწილეობისას სრულად გაიაზრებს ამ პასუხისმგებლობას
პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი კენჭისყრაში მონაწილეობისას სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-13 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა.
-
2019-11-13 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
-
2019-11-12 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით განაცხადების წარდგენის ვადა 15 ნოემბერს იწურება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების წარდგენის ვადა 15 ნოემბერს იწურება.
-
2019-11-12 პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის ელჩს შეხვდა
ყაზახური მხარე საქართველოში ტურისტული მიმართულებების განვითარებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ინტერესს გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-11-11 პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს
საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხილვა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრის მთავარი თემა.
-
2019-11-09 „აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა“
სირიიდან ამერიკის სამხედრო შეიარაღების უცაბედი და წინასწარ გაუთვლელი გამოყვანის დროს, როდესაც ყოველდღიურად იზრდება გაურკვევლობა იმაში, თუ რამდენად სურს შეერთებულ შტატებს იმათი მხარდაჭერა, ვინც ამერიკის გვერდით იდგა ახლო აღმოსავლეთში, დგება იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გაძლიერდეს ჩვენი კავშირები ქვეყნებთან შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე გზაჯვარედინზე მყოფ საკვანძო რეგიონში. ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო, ხოლო რეგიონში ასეთი პოზიტიური და განგრძობადი წარმომადგენლობის განმტკიცების გზა და საშუალებაა აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.
-
2019-11-08 გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს გაუსვეს ხაზი
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმებიან. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენ ალექს მუნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
-
2019-11-07 გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრი 2019 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N5205-Iს დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.
-
2019-11-07 გიორგი გახარია - მიხეილ ბატიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა
მიხეილ ბატიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-07 2019 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2019-11-07 გიორგი გახარია - მიწის რეგისტრაციის საკითხს უახლოესი სამი წლის განმავლობაში საბოლოოდ გადავწყვეტთ
იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა და დღეს ჩვენ განვიხილავთ მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების თაობაზე საკითხს, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-05 ბექა დოჭვირი მთავრობის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა
მთავრობის საპარლამენტო მდივნად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ბექა დოჭვირი დაინიშნა.
-
2019-11-05 პრემიერ-მინისტრი 4 ნოემბერს ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა
საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა და ნიდერლანდების სამეფოსთვის უფრო მეტია, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი, - ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ საქართველოს მთავრობის მეთაურ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-11-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება.
-
2019-11-03 ქართული დიპლომატიის დღე
ვულოცავ ქართული დიპლომატიის დღეს ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, თითოეულ დიპლომატს.
-
2019-11-01 პრემიერ-მინისტრი 31 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ოფიციალური შეხვედრები ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირისპირ მოლაპარაკებით დაიწყო.
-
2019-11-01 2019 წლის 1 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2019-11-01 გიორგი გახარია - მინდა ვთხოვო სამართალდამცავი სიტემის წარმომადგენლებს, სრულად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი ნდობა გაუჩნდეთ სამართალდამცავი სისტემის მიმართ
ის სისტემური პრობლემები, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა, თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-01 პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა
დავგეგმეთ და განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-11-01 გიორგი გახარია - საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის და არავის მივცემთ უფლებას, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე
ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-01 გიორგი სახოკია - რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას (OGP) შეუერთდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ თვითმმართველობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.