-
2019-11-01 პრემიერ-მინისტრი 31 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ოფიციალური შეხვედრები ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირისპირ მოლაპარაკებით დაიწყო.
-
2019-11-01 2019 წლის 1 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2019-11-01 გიორგი გახარია - მინდა ვთხოვო სამართალდამცავი სიტემის წარმომადგენლებს, სრულად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი ნდობა გაუჩნდეთ სამართალდამცავი სისტემის მიმართ
ის სისტემური პრობლემები, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა, თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-01 პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა
დავგეგმეთ და განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-11-01 გიორგი გახარია - საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის და არავის მივცემთ უფლებას, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე
ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-11-01 გიორგი სახოკია - რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას (OGP) შეუერთდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ თვითმმართველობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.