-
2019-12-31 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საახალწლო მილოცვა
ჩემო ძვირფასებო! გილოცავთ დამდეგ 2020 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს სამშობლოს.
-
2019-12-31 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საახალწლო მილოცვა
-
2019-12-30 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა
2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 7.1%-ით აღემატება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციის დროს ისაუბრა.
-
2019-12-30 პრემიერ-მინისტრმა მედიას დამდეგი ახალი წელი მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
-
2019-12-30 2019 წლის 30 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა.
-
2019-12-30 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე გასული წელი შეაჯამა
-
2019-12-28 პრემიერ-მინისტრს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა
-
2019-12-28 პრემიერ-მინისტრს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა
ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მზად ვართ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-12-28 პრემირ- მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი - ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით ეს შედეგი დადგა
აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2019-12-27 გიორგი გახარია - საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება ამ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის იმდენად მნიშვნელოვანი მიღწევაა, რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს მისი შენარჩუნების მიზნით, უნდა გადავდგათ
საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებით განვითარებაში ჩვენ პარტნიორები და მოკავშირეები ვართ; ჩვენ ვერავის ავუხსნით პაციენტის გარდა თქვენზე უკეთ, რა წარმატება და პლუსები მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-12-27 მთავრობის ადმინისტრაციამ „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმს უმასპინძლა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს (OGP) მაკოორდინირებელმა უწყებამ, „ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმს უმასპინძლა.
-
2019-12-25 უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა უმოკლეს დროში გადასაჭრელი პირველი რიგის ამოცანები განსაზღვრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება; ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად; განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის; ხოლო იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე, - აღნიშნულ საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-12-25 პრემიერ-მინისტრი პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
-
2019-12-25 გიორგი გახარია - შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში
შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე; მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
-
2019-12-24 გიორგი გახარია როვნაგ აბდულაევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.
-
2019-12-24 ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციასა და თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან
ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციასა და თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან.
-
2019-12-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები განიხილეს
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება მომავალი წლიდან იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-12-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს
ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-12-23 პრემიერ-მინისტრის დავალებით ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
-
2019-12-22 პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
გიორგი გახარიამ თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი აანთო. პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა.
-
2019-12-20 გიორგი გახარია ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაფთაი ცურთან.
-
2019-12-19 უწყებებმა სისტემაში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული გზები ერთ კვირაში უნდა წარადგინონ
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების პარალელურად არსებული ხარვეზების აღმოფხვრისადმი სისტემური მიდგომა ამ ტრაგიკულმა ფაქტმა დააჩქარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
-
2019-12-19 2019 წლის 19 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.
-
2019-12-19 გიორგი გახარია - დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების
დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2019-12-18 მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა.
-
2019-12-18 პრემიერ-მინისტრის განცხადება
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
-
2019-12-17 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში 5 პირი მონაწილეობს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.
-
2019-12-17 გიორგი გახარია - საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც გვაქვს, არასოდეს გვქონია, რაც უფრო მეტ შედეგს ვაღწევთ, პარტნიორები ჩვენგან მით უფრო მეტს ითხოვენ
საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არასოდეს გვქონია. რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
-
2019-12-17 პრემიერ-მინისტრმა „ელჩების კონფერენცია 2019“-ის მონაწილეებს მიმართა
წელს, გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ შედეგიანად და აქტუალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-12-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12-13 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა.
-
2019-12-13 გიორგი გახარია - უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა
ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უკრაინაში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
-
2019-12-13 პრემიერმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო გმირების ხსოვნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.
-
2019-12-13 საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა საერთო ევროპულ პერსპექტივასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს
ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-12-13 გიორგი გახარიამ და ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
-
2019-12-13 გიორგი გახარია - სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი
ჩვენ ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-12-12 პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც სუამ-ის ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს
უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის პლენარული სხდომის შემდეგ, ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს.
-
2019-12-12 გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას
ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა; მადლობა გადავუხადე კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა პლენარული სხდომის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-12-12 გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
-
2019-12-12 გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.
-
2019-12-11 გიორგი გახარია - მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება
მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად იცხოვროს და განავითაროს თავისი ოჯახი, თავისი შვილები მთაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2019-12-11 გიორგი გახარია - მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა
მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
-
2019-12-11 ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა საბჭო იქნება მთავრობის მასშტაბით უწყებების მაკოორდინირებელი, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი
ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, განახლებული სტრუქტურით მომავალ წელს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს, - პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.
-
2019-12-09 ზურაბ აბაშიძე - ე.წ. რუსეთის კულტურის ცენტრთან დაკავშირებული კონფერენცია გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან
დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში" გამართულ კონფერენციას - „რუსეთის კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში".
-
2019-12-09 გიორგი გახარია - ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს
სამუშაო ადგილები ძირითადი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკის და ყველა სახელმწიფო უწყება, ფინანსთა და ყველა სხვა სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას მაქსიმალურად ახალი სამუშაო ადგილები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშისა და დღგ-ს რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
-
2019-12-09 გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და იმპორტის შემცირების კუთხით
სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-12-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
-
2019-12-07 პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ ,,მუყაოს ქალაქში'' მოსახლეობას შეხვდა
-
2019-12-07 ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება
-
2019-12-07 პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ ,,მუყაოს ქალაქში'' მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ. „მუყაოს ქალაქში" მოსახლეობას შეხვდა.
-
2019-12-07 გიორგი გახარია - ციტრუსის ფასებისა და რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - აჭარელი გლეხი არის კმაყოფილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
-
2019-12-07 გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას
2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, - პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.
-
2019-12-07 გიორგი გახარია - UEFA-ს სტანდარტების სტადიონი ბათუმში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ტურიზმის სტიმულირებისთვისაც
2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. მოედნის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო.
-
2019-12-05 ირაკლი ჩიქოვანი - არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება
არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს არის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2019-12-04 2019 წლის 5 დეკემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 9 საკითხი
-
2019-12-03 გიორგი გახარია - ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება
გიორგი გახარია - ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება
-
2019-12-03 გიორგი გახარია - საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სრულიად ახალი ლაბორატორიები თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა და რაც მთავარია, ის ლაბორატორიები, რომლებიც ამ შენობაშია, არის უაღრესად მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და რაც მთავარია, საგამოძიებო კომპონენტის ეფექტურად წარმართვისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობასთან და ლაბორატორიებთან დაკავშირებით განაცხადა.
-
2019-12-03 ნათია მეზვრიშვილი - მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც დეკემბრის ბოლომდე დასრულდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.