-
2020-01-31 პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
-
2020-01-30 პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო.
-
2020-01-30 გიორგი გახარიამ ლევან იზორიას ძმის საქმესა და სენატორების წერილებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
პრემიერ-მინისტრის შეფასებით ის, რაც კადრებშია ასახული უბრალოდ ამაზრზენია და ამას არ აქვს არანაირი გამართლება.
-
2020-01-30 გიორგი გახარია - ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზების, ბიზნესისთვის შეთავაზების დამატებით 100 პროექტს
ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს დამატებით 100 პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით 120 მილიონი ინვესტირების ბაზისი შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-01-30 გიორგი გახარია - ინიციატივა, ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, ძალიან წარმატებულად განვითარდა
ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 2 თვის წინ, ეს გახლავთ ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, განვითარდა ძალიან წარმატებულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-01-30 2020 წლის 30 იანვრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
-
2020-01-30 გიორგი გახარია - ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-01-29 გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას - უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული და ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს წლები რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ იმ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც ჩვენ გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-01-29 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები დროებით შეწყდა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.
-
2020-01-27 გიორგი გახარია - სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული
რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-01-24 გიორგი გახარიამ 21-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
-
2020-01-23 გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს
დავოსი არის ფორმატი, სადაც ბიზნესლიდერები და პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ გლობალურ აქტუალურ საკითხებს; ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2020-01-23 პრემიერ-მინისტრი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.
-
2020-01-23 ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით დაინტერესდა
ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები, - ამის შესახებ კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე ჯეი კოლინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-23 შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ "რაგუსას" წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.
-
2020-01-23 გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ
უპირველეს ყოვლისა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ ძალიან მნიშვნელოვან განხილვებში მონაწილეობა. რამდენიმე ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: უპირველეს ყოვლისა აქ ვიმყოფები როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია. ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს. ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
-
2020-01-23 მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს
განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეომ განაცხადა, კომპანიის დელეგაცია არსებული შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდა.
-
2020-01-22 გლობალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის
გლობალური ლიდერი მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის,- აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო სტარაჩიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას მიიღო, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-22 საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, შესაძლოა, Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას
საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, შესაძლოა, გერმანულ კონგლომერატ Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და Siemens Energy-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Siemens AG-ის მმართველი ბორდის წევრის მაიკლ სენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-22 გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
-
2020-01-22 საქართველოსა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას, მარიან შარეცს შეხვდა.
-
2020-01-22 გიორგი გახარიამ ხორვატ კოლეგასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ხორვატ კოლეგას ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობას, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ახალ ხედვას შეიმუშავებს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სამიტი ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პერიოდში იმართება.
-
2020-01-22 ლატვიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას - ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში
ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში და განაგრძობს გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-01-22 გიორგი სახოკია - საჯარო მმართველობის სისტემის განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
სასტუმრო „რუმსში" პროექტის - საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი სახოკია დაესწრო.
-
2020-01-22 მსხვილი ბრიტანული კომპანია OneWeb-ი დაინტერესდა საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით, რომლითაც რეგიონს დაფარავს
გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორის ადრიან სტეკელის შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-22 “კოკა-კოლას” ვიცე პრეზიდენტი - საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ვაგრძელებთ კაპიტალდაბანდებას საქართველოში
"კოკა-კოლა" დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და "კოკა-კოლას" ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ გოლცმენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრმა დავოსში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - “ახალი ხედვა ევროპისა დ აზიისთვის - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - "ახალი ხედვა ევროპისა და აზიისთვის - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის".
-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.
-
2020-01-21 გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას, იური რატასს შეხვდა.
-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრი დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.
-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ლიეტუვა საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-01-21 პანელური დისკუსია - „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოპანელური დისკუსია - „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“
მთავრობის ადმინისტრაციის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, თემაზე -„უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა გახსნეს.
-
2020-01-21 საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს
საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მდიდარი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში და მის სრულად ათვისებას შავი ზღვის რეგიონის სამეზობლოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
-
2020-01-21 EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გახარიას - საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის
საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის; ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-01-20 გიორგი გახარია 21-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
-
2020-01-17 პრემიერმა გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" გახსნა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.
-
2020-01-16 უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე უწყებებმა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრის კონკრეტული გეგმები წარადგინეს
ადამიანის უფლებათა საბჭოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ პირველი რიგის ამოცანებზე მუშაობას განაგრძობს. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, უწყებებმა პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრის კონკრეტული გეგმები წარადგინეს.
-
2020-01-16 დავით სერგეენკო - C ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად
C ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
-
2020-01-09 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის #14 განკარგულების თანახმად, 2020 წლის 9 იანვრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, ყველას აქვს უფლება დაასახელოს კანდიდატურა ღია კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.
-
2020-01-09 გიორგი გახარიას კომენტარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე
-
2020-01-09 2020 წლის 9 იანვრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.
-
2020-01-09 გიორგი გახარია - მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი
განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-01-09 გიორგი გახარია - ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი
ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-01-09 გიორგი გახარია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე - მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს
მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ, ფართოდ რეგიონისთვის, ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
-
2020-01-08 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ვახტანგ აბაშიძეს 2020 წლის 16 აპრილს ეწურება უფლებამოსილების ვადა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.
-
2020-01-08 გიორგი გახარია ელიზაბეთ რუდს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს შეხვდა.
-
2020-01-07 გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
-
2020-01-07 გიორგი გახარია - სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთის და იმედის დღეს
შობა სიკეთის, იმედების, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების დღესასწაულია, ჩვენ ამ დღესასწაულს ამ იმედით ვხვდებით და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების ასრულება,- ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.
-
2020-01-06 მთის კურორტების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა
-
2020-01-06 პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა.
-
2020-01-06 პრემიერ-მინისტრი სომეხ ხალხს შობას და ნათლისღებას ულოცავს
ვულოცავ ყველა ჩვენს სომეხ მოქალაქეს, ვინც დღეს ქრისტეშობას და ნათლისღებას აღნიშნავს.
-
2020-01-04 პრემიერ-მინისტრი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.