-
2020-02-20 გიორგი გახარია - გიორგი შენგელაიამ უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას
„ოჯახისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგია დიდი ქართველი რეჟისორი, რომელმაც, რა თქმა უნდა, თავისი უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე განაცხადა.
-
2020-02-20 გიორგი გახარია - ,,ნაციონალური მოძრაობა'' გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე
ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს არა გამოწვევების და დამხობების ქვეყანა, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2020-02-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა BP-ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum-ის რეგიონულ პრეზიდენტს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა.