-
2020-02-21 უმსხვილესი სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო - ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი კომპლექსის - 582 ბინის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38,7 მილიონი ლარია, მშენებლობა კი, 17 თვეში დასრულდება.
-
2020-02-21 გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყოს უფრო წარმატებული
დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გახლავთ თვითმმართველობა და სტუდენტობა. თვითმმართველობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-02-21 პრემიერი „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე - ,,საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა''
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-02-21 გიორგი გახარია კიბერშეტევაზე - ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად
კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი და პრობლემა.
-
2020-02-21 გიორგი გახარია - ,,ღირსეული პოლიციელი არის სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ''
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ - ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში საჩუქრად ბინები გადაეცათ. ბინა, აგრეთვე, გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 2018 წელს დაღუპული პოლიციელის მურად (ბუტა) ანთაძის ოჯახს.
-
2020-02-21 პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.