-
2020-02-06 სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, 2008 წლამდე დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით 2015 წლიდან შემოღებული საგადასახადო შეღავათები 2026 წლამდე გაგრძელდება
საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელებით, სამშენებლო სექტორს მიეცემა დამატებითი შესაძლებლობა დაასრულოს ობიექტების მშენებლობა.
-
2020-02-06 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.
-
2020-02-06 2020 წლის 6 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა.
-
2020-02-06 ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას ITB Berlin 2022-ს საქართველო უმასპინძლებს
2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა.
-
2020-02-06 დევნილები მიწაზე ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან
საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის მიწის ნაკვეთი.
-
2020-02-06 პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა წარადგინა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ს მენეჯმენტი გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირშია
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს გახლავთ - დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო და ძირითადი მიზანი გახლავთ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-02-06 გიორგი გახარია - ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობა ITB Berlin 2022-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება
მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ქალაქ ბერლინში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო 2022 წელს გახდეს მასპინძელი ქვეყანა ამ გამოფენის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-02-06 ახალი კანონპროექტი - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
კერძო სექტორის გაძლიერების, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მაქსიმალური მხარდაჭერისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა.
-
2020-02-06 გიორგი გახარია - ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა
წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.