-
2020-03-31 ირაკლი ჩიქოვანი - დღეს, 21:00 საათზე, საქართველოში ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება
21:00 საათზე, საქართველოში ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, საღამოს 9 საათიდან, ხვალ დილის 6 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-03-31 მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური გამშვები პუნქტები დამატებით თელავსა და ახალციხეში მოეწყობა
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, იმ 7 მუნიციპალიტეტს, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებზე სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყო, თელავი და ახალციხე ემატება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-03-31 ირაკლი ჩიქოვანი - მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის, 144-ის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოსახლეობის ინფორმირებულობა იქნება უზრუნველყოფილი
მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიფინგზე, ახალ გადაწყვეტილებებსა და ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
-
2020-03-31 საქართველოს მთავრობის დადგენილება №204
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
-
2020-03-30 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი ცხადდება - 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში გადაადგილება იკრძალება
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-03-30 გიორგი გახარია - მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-03-29 სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება
სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა
-
2020-03-28 გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, თითოეულს, მე პირადად და მთავრობა დაუდგება გვერდში
დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს - ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, მე გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2020-03-28 პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა, მკაცრად გააკონტროლონ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის წევრებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრად გაკონტროლება დაავალა.
-
2020-03-28 ფრენების განრიგი
ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა (3 აპრილს).
-
2020-03-28 პრემიერ-მინისტრი ენგურის ხიდთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ენგურის ხიდთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა.
-
2020-03-28 გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა
კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, - სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გაეცნო.
-
2020-03-27 მთავრობისა და „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლობით საქართველოში ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან" აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, - შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.
-
2020-03-27 27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა!
თქვენ გაქვთ სპექტაკლების დისტანციურად ნახვის შესაძლებლობა.
-
2020-03-27 მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-03-26 მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-03-26 როგორ შეიძლება შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება?
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა! #StopCoV #COVID19
-
2020-03-25 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-03-25 ირაკლი ჩიქოვანი - მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია არის მშვიდი, მინდა, ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო
ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ვითარება არის დღეს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც სპეციალური საკარანტინო ზომები მოქმედებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
-
2020-03-24 საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში მთავრობის დადგენილებით დაწესებული შეზღუდვები და დაშვებები
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა.
-
2020-03-24 პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2020-03-24 გიორგი გახარია - 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება
30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.
-
2020-03-24 ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა
საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის აქტიური სურვილი გამოთქვეს.
-
2020-03-23 საერთაშორისო ფრენების განრიგი 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, განხორციელდება კომპანია „აირზენას“ სპეციალური კომერციული რეისები.
-
2020-03-23 გიორგი გახარიამ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან ეფექტურად გამკლავებისთვის ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილა
კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების მიზნით სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-03-23 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტს, 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე.
-
2020-03-23 მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს აწესებს
ამ დროისათვის, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი, თუმცა კარანტინში იმყოფება 3254. მოგეხსენებათ, 21 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ერთი ინფიცირებული ადამიანი და მისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.
-
2020-03-22 ფრენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული მთავრობასთან, რათა საქართველოში დაბრუნებულები კარანტინით იყვნენ უზრუნველყოფილნი
აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა, რაც მსოფლიოს დაუდგა, ურტყამს მათ შორის ავიაციას და ავიაკომპანიებს, მაგრამ დღეს თავისი კომერციული ინტერესი ყველამ უკან უნდა გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ავიაკომპანია "აირზენას" განცხადებას გამოეხმაურა.
-
2020-03-22 მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს, მკაცრად დაიცვან მიღებული მითითებები, რათა ქვეყნის ეკონომიკა მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას
მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მექანიზმები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-03-22 გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
-
2020-03-22 პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების კონტროლი დაავალა
სამართალდამცავი უწყებების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-03-21 ბექა დოჭვირმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი შუამდგომლობა წარადგინა
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი შუამდგომლობა წარადგინა.
-
2020-03-21 გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა და მე, დღეს, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე
საქართველოს მთავრობა და მე, დღეს, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-03-20 პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე ის სექტორები განისაზღვრა, რომელთა დასახმარებლად უახლოეს პერიოდში სპეციალური პაკეტი იქნება წარმოდგენილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება სპეციალური პაკეტი ამ სექტორების დასახმარებლად.
-
2020-03-20 პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში მთავრობის მიერ მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.
-
2020-03-20 ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე კარანტინში განთავსდება, საზღვრებზე კი დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის და კოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-03-20 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.
-
2020-03-19 გიორგი გახარია - ქვეყანა დღეს მზად არის, ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს
მიღებულია, გადაწყვეტილება, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული, იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
-
2020-03-19 პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კერძო კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ
საქართველოში არსებული კერძო კლინიკების ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გვერდით დაუდგნენ და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ, - ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს კერძო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა.
-
2020-03-19 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2020-03-18 გიორგი გახარია ექიმებს - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის.
-
2020-03-18 პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა
მართლწესრიგის დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-03-18 სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
-
2020-03-18 ირაკლი ჩიქოვანი - გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას განაგრძობს ცოტა განსხვავებულ რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს ცალ-ცალკე ჯგუფების შეხვედრას
გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას განაგრძობს ცოტა განსხვავებულ რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს ცალ-ცალკე ჯგუფების შეხვედრას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2020-03-18 გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
-
2020-03-17 პრემიერ-მინისტრი გუბერნატორებს - კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით თქვენი პასუხისმგებლობაა
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება თქვენი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-03-17 გიორგი გახარია - კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ვიზრუნოთ 70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალაქეებზე
მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, თითოეულის.
-
2020-03-17 პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები მედიას გააცნო
გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითიზოლაციაში რჩება, ის სამკურნალო დაწესებულებიდან არის გასული. ეს არის პირველი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დამშვიდების საფუძველი.
-
2020-03-16 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2020-03-16 პრემიერის გადაწყვეტილებით, კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს
კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
-
2020-03-16 ირაკლი ჩიქოვანი - სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ექნებათ საშუალება, ისარგებლონ
შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამით, 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა,პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
-
2020-03-16 მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-03-15 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს.
-
2020-03-14 გიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს - მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით
ჩვენი ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2020-03-14 მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
-
2020-03-14 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარზე შეზღუდვები დამატებით შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან დაწესდა
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარზე შეზღუდვები დამატებით შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან დაწესდა.
-
2020-03-14 პრემიერ-მინისტრს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ
პრემიერ-მინისტრს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ, - აღნიშნული დავალება გიორგი გახარიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გასცა.
-
2020-03-13 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს.
-
2020-03-13 საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური გავლენების შესარბილებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მან ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.
-
2020-03-13 პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.
-
2020-03-13 კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფართოვდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
-
2020-03-13 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში 2093 ელექტრონულ წიგნზე თავისუფალი წვდომა ეძლევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია - lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L"-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" 2093 ელექტრონულ წიგნზე.
-
2020-03-13 კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენცია ახალი წესით მიიღებს
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაზღუდად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მიიღებს ადმინისტრაციის შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.
-
2020-03-13 ევროპის საბჭოს დელეგაცია პოზიტიურად აფასებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შემდგარ შეთანხმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე - ტიტუს კორლატეანს, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრსა და სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.
-
2020-03-12 პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორთან ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას.
-
2020-03-12 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ.
-
2020-03-12 საქართველოს მთავრობის განცხადება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია.
-
2020-03-12 გიორგი გახარია - მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის
„მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო, ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის მზაობის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-03-11 კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
-
2020-03-11 მთავრობა და საბანკო სექტორი ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ
საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ, - ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა.
-
2020-03-10 2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა
2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია (+102.9%-ით) 2018 წლის მეოთხე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
-
2020-03-10 ლელა აქიაშვილი - დღეს საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც 36% ქალია
საამაყო ნამდვილად გვაქვს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის 36% ქალია, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, საჯარო სექტორში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, სასტუმრო „რუმსში", კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-03-10 კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
-
2020-03-09 თბილისი LCD Berlin Awards-ის გამარჯვებულია „საუკეთესო კულტურული ქალაქი 2020“
ბერლინში, LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო კულტურულ ქალაქად დასახელდა.
-
2020-03-09 დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.
-
2020-03-09 კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
-
2020-03-07 ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე განათლების, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონალური განვითარების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრების მოადგილეებმა პრემიერის მრჩეველთან ერთად იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რასაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს, ასევე განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
-
2020-03-07 ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო კომპლექსური გახდება, - ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
-
2020-03-06 საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი პირველ 6 საწარმოს მიენიჭა
სტატუსის მქონე საწარმო ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, ფარმაცევტული საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით;
-
2020-03-06 მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
-
2020-03-05 დამატებით 58 სოფელს, მათ შორის 19 სოფელს საოკუპაციო ხაზთან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
-
2020-03-05 EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ იურგენ რიგტერნიქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-03-05 2020 წლის 5 მარტის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა.
-
2020-03-05 გიორგი გახარია - შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა და კონკრეტული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება
მთის ფონდიდან გამოიყოფა 1,5 მილიონი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენ შატილში ბავშვებს აღვუდგინოთ სკოლა-პანსიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-03-05 გიორგი გახარია - მთის კანონის შეღავათებით დამატებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 25 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს
მთის კანონი იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-03-05 გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა
ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-03-04 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
-
2020-03-04 ლელა აქიაშვილი - მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში შექმნის უფრო წარმომადგენლობით გარემოს და თვისობრივად გაზრდის პოლიტიკის წარმოების ხარისხსაც
„სტერეოტიპების არსებობის მიუხედავად, აღსანიშნავია პროგრესი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით. დღეს, მსოფლიოში უფრო მეტ ქალს უჭირავს საჯარო თანამდებობა და მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება - 1992 წლიდან, როდესაც პარლამენტში ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 6% იყო, 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა.
-
2020-03-04 სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
-
2020-03-03 გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და მოქალაქეებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროს, მთლიანად სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.
-
2020-03-03 საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია: მოგესალმებით, მივესალმები სომხეთის პრემიერ-მინისტრს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება, გიმასპინძლოთ თბილისში, საქართველოში.
-
2020-03-03 გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
-
2020-03-02 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეკომენდაციები გასცა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
-
2020-03-02 საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა
საქართველოს, 3-4 მარტს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
-
2020-03-01 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი დავალებები და რეკომენდაციები გასცა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.