• 2020-03-12 პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორთან  ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში  შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას.  

  • 2020-03-12 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ. 

  • 2020-03-12 საქართველოს მთავრობის განცხადება

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია.

  • 2020-03-12 გიორგი გახარია - მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის

    „მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა  პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო, ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის მზაობის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.