-
2020-05-31 ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად თბილისი და ბათუმი დასახელდა
European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში - ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად თბილისი და ბათუმი დასახელდა (European Safest Destination 2020)
-
2020-05-31 გიორგი გახარია - ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივი დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა
პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა.
-
2020-05-31 გიორგი გახარია - არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება
პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა.
-
2020-05-30 საკარანტინო სივრცეების შექმნის შედეგად სამუშაო ადგილი 2500-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნდა
საკარანტინო სივრცეების შექმნის შედეგად სამუშაო ადგილი 2500-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნდა საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, პრევენციისთვის საკარანტინო სივრცეების გამოყენების მიმართულებით. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კარანტინის რეჟიმის დაწესება იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად.
-
2020-05-29 სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოში 13000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა
1 თებერვლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში 13000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა
-
2020-05-29 1800 დევნილი ოჯახი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას
1800 დევნილი ოჯახი, აქამდე არსებულ გეგმასთან შედარებით დაახლოებით 3 წლით ადრე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.
-
2020-05-29 პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართა
კომპეტენციისგან აბსოლუტურად დაცლილი, შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, ცდილობს, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.
-
2020-05-29 პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა
მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქ ითქვა, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად და მეორე - ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.
-
2020-05-29 გიორგი გახარია - პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს
„მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დასმული იყო პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ მერწმუნეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით მივიდა.
-
2020-05-29 მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკა
პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ამოცანაა დაიცვას ბალანსი ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შემცირებას შორის.
-
2020-05-28 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა
სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხვალ გახდება ცნობილი. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2020-05-28 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პრეზენტაციისას განმარტა, რას გულისხმობს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ კრიზისით დაზარალებულ სექტორს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ ამ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და უძრავი ქონების ბაზარზე განვითარებულმა სირთულეებმა არ დააზიანოს ეკონომიკის სხვა სექტორები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
-
2020-05-28 დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა
-
2020-05-28 პრემიერ-მინისტრმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
ეპიდემიოლოგიურად ჩვენი წარმატებები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით საერთოდ დაკარგავს ყველანაირ აზრს და ფასს, თუ ჩვენ ეკონომიკა ეტაპობრივად, ნელ-ნელა არ გავხსენით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
-
2020-05-27 გიორგი გახარია - წინ გველის ურთულესი 6 თვე და ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, სამართლიანობის და თანადგომის იმედი, ერთად გავიმარჯვებთ
დღეს ჩვენ საინტერესო, ზოგჯერ ცხარე დისკუსია, მსჯელობა, გვქონდა. ამ ტრიბუნიდან და ამ დარბაზში ბევრი მადლობა ითქვა, რასაც არ დავუბრუნდები, რადგან არავინ არ გამორჩენილა, მაგრამ მინდა, საბოლოო ჯამში გულწრფელი და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეს - თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის. ეს ჩვენი საერთო ნაბიჯებია, ეს ჩვენი საერთო მიღწევებია და ამ მიღწევას ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია საბოლოოდ დავარქვათ გამარჯვება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პირველი ტალღა გადავლახეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-05-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა
„მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო. ჩემთვის პატივია დღეს მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი სურვილით, მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ“
-
2020-05-27 გიორგი გახარია - 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, 1-ლი ივნისიდან - ყველა სახის ღია მაღაზია, მოლებიც, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები, 8 ივნისიდან - ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, სასტუმროები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის შესაბამისად, დღეს ინფიცირებულთა ახალი შემთხვევა გვაქვს 3 და სამივე არის საკარანტინო ზონებიდან. ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი: ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები, ძირითადად, მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება; მეორე - ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ უკვე ჩვენთვის ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც აქტიურად მუშაობს საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული.
-
2020-05-26 გიორგი გახარიასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2020-05-26 გიორგი გახარია - საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს უდიდესი რწმენით, რომ ერთად შევძლებთ წარმატებული სახელმწიფოს შექმნას
102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის; საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ, 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნა.
-
2020-05-25 EBRD-ი საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს და როგორც კრიზისის, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს მთავრობასთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, - აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დღეს შედგა.
-
2020-05-25 პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
-
2020-05-25 პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-05-23 რომელი შეზღუდვები მოიხსნება და რომელი დარჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ
რომელი შეზღუდვები მოიხსნება და რომელი დარჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.
-
2020-05-22 ირაკლი ჩიქოვანმა 23 მაისიდან მოხსნილ და დატოვებულ შეზღუდვებზე ბრიფინგი გამართა
დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში ისევ გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც.
-
2020-05-22 გიორგი გახარია - რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება, გლობალური პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა
რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.
-
2020-05-22 გიორგი გახარია - ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე
ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მინდა, ერთმნიშვნელოვნად ყველამ იცოდეს - რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე, მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რათა მთავრობამ და ხელისუფლებამ, პირველ რიგში, იზრუნონ ადამიანების ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
-
2020-05-21 პრემიერ-მინისტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2020-05-21 2020 წლის 21 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2020-05-21 გიორგი გახარია - უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი
ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-05-21 გიორგი გახარია - ვავალებ შემოსავლების სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები, არ დარჩეს დახმარების გარეშე არცერთი ის მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება
სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმის მიხედვით, ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1 200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, როგორც მთავრობასა და მოქალაქის, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-05-21 გიორგი გახარია - ერთბაშად მოხსნა, იმ შეზღუდვების, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი და ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ, ამიტომ გვჭირდება გარკვეული შეზღუდვები
საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ისევე როგორც კომენდანტის საათის გაუქმება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში აქტივობას, ჩვენი მოქალაქეების მობილობას გაზრდის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ, თითოეულ ოჯახში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი. მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ფრთხილად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-05-21 გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება, რომლებიც აუცილებელია, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა
დღეს საქართველოში covid-19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის, ერთდროულად, 224 ადამიანი. გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად და ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს.
-
2020-05-21 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
-
2020-05-20 მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას განაგრძობენ
საქართველოს მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას აგრძელებენ, - პრემიერ-მინისტრის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2020-05-20 საქართველოს მთავრობამ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა ააშენა
საქართველოს მთავრობამ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა ააშენა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.
-
2020-05-20 სოციალური დახმარებების, უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციის გაცემის საკითხი პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებთან განიხილა
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური შეღავათების - სოციალური დახმარებების, უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციების გაცემის საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან განიხილა.
-
2020-05-20 პრემიერ-მინისტრმა ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციებსა და ეკონომიკის გახსნის პროცესში რეკომენდაციების შესრულებაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელი ახალ რეგულაციები, ეკონომიკის გახსნის მიმდინარეობა, ამ პროცესში სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული რეკომენდაციები და მათი აღსრულების მონიტორინგი განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-05-19 პრემიერ-მინისტრი ,,მეღვინეობა მუკუზანის“ სამუშაო პროცესს გაეცნო
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით სოფელზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული შეღავათები კახეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს დღეს პრემიერ-მინისტრმა პირადად გააცნო - გიორგი გახარიამ მუკუზანის ნადარბაზების ვენახები დაათვალიერა და ქარხანა - ,,მეღვინეობა მუკუზანის" სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილთან ერთად გაეცნო.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - ჩვენ მზად გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის პრეზენტაციას კვირის ბოლომდე წარვადგენთ
ახლა ჩვენ უკვე მზა გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა და ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც საზოგადოებისთვის და სექტორისთვის კვირის ბოლომდე წარვადგენთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - ქართველი კაცი არის ბრძენი - მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მიუხედავად, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, მოვა არჩევნები და ამ არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან
ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანმა, რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ვითომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის და კერძო სექტორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა - ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი
გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი, სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულირებაა
საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება - ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - შეცდომა არ უნდა დავუშვათ - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ გაუაზრებელი, სწრაფი, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს და ეკონომიკას რისკის ქვეშ დავაყენებთ
ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია
რა ირანულ ნავთობზეა საუბარი წარმოდგენა არ მაქვს, ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება. ერთადერთი ამ წერილიდან ფაქტი რაც არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა, საბოლოოდ.
-
2020-05-19 პრემიერ-მინისტრმა თელავში სასტუმრო “ქვევრების” მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თელავში ახალი ტურისტული ობიექტის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - "უმასპინძლე საქართველოში" მხარდაჭერით შენდება და ტურისტების მისაღებად მომავალ წელს მზად იქნება.
-
2020-05-19 გიორგი გახარია, წინანდალში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წინანდალში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობის განვითარებაში, დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებას, რაშიც ჩვენს ფერმერებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება
ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია, ძალიან მომგებიანი აგროწარმოების წამოწყება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში განაცხადა, სადაც მარწყვის მცირე პლანტაცია დაათვალიერა.
-
2020-05-19 საქართველოს მთავრობა სოფლის და ფერმერების მხარდაჭერას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებს და პრემიერ-მინისტრი კახეთში ანტიკრიზისულ გეგმაზე ინფორმაციას ფერმერებს თავად აწვდის
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის რეგიონში ჩავიდა.
-
2020-05-18 პრემიერ-მინისტრმა ქართველ ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა
საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი - ეს არის გზავნილი, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ, - ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველ და უსაფრთხო ადგილად პოზიციონირების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.
-
2020-05-18 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-05-15 განათლება - ანტიკრიზისული გეგმა
განათლების სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა.
-
2020-05-15 გიორგი გახარია - ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა
საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეზღუდვა ერთბაშად იქნება მოხსნილი, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უკიდურესი სიფრთხილით ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-15 გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდგომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიზნით აღარ მიმართავს
საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ, პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-15 გიორგი გახარია - განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, ის შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც ორიენტირებული იქნება დისტანციურ სწავლებებსა და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე
დღეს ჩვენი საუბრის და განხილვის თემა გახლავთ ანტიკრიზისული გეგმა და პროგრამა განათლების სფეროში. მოგეხსენებათ, საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და განვაცხადეთ ჩვენი პრიორიტეტები.
-
2020-05-15 გიორგი გახარია - ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას საერთაშორისო დონეზე ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება, მადლობას ვუხდი ევროპელ პარტნიორებს
საქართველომ დღეს დაასრულა ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა; ეს 6 თვე, გლობალური პანდემიის მიუხედავად იყო ძალიან წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-15 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბოლნისში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2020-05-14 მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
-
2020-05-14 უსაფრთხო დერეფნები, ტურისტული მწვანე ზონები და სტანდარტები ტურიზმის სექტორის სუბიექტებისთვის - პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელ დეტალებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
კრიზისი, როგორც შესაძლებლობა პანდემიით ყველაზე დაზარალებული სექტორის - ტურიზმის ამოქმედებისთვის, ასევე უსაფრთხო დერეფნებსა და საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო განხილვის მთავარი თემები სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-05-14 გიორგი გახარია - 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით
დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, ხაზგასმით ვამბობ, შედარებით და კონტროლს ექვემდებარება.
-
2020-05-14 2020 წლის 14 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
-
2020-05-14 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა
მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.
-
2020-05-13 2020 წლის 14 მაისს 11:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 9 საკითხი.
-
2020-05-12 მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინა
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდის და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია წარმატებული მენეჯმენტი, გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2020-05-12 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე".
-
2020-05-12 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-05-11 იმერეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი ახალი შენობა ავაშენეთ
თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. იმერეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი რაიონული შენობა გაიხსნა.
-
2020-05-11 პრემიერ-მინისტრმა ფოთში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც მომავალი წლიდან საზღვაო აკადემია დაიწყებს ფუნქციონირებას
მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, რომელიც ქვეყნის ლოგისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით მოამარაგებს, - ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა.
-
2020-05-11 გიორგი გახარია - კრიზისი უნდა იქცეს შესაძლებლობად და საქართველოს, როგორც ტურისტულ ბრენდს უნდა დავუმატოთ გამაძლიერებელი კომპონენტი - Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი
შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ეკონომიკის გახსნის კონკრეტული გეგმა, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ტურიზმის არის ეკონომიკის ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა შევზღუდოთ, პირიქით.
-
2020-05-11 ნათია მეზვრიშვილი - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა ჩვენთვის კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია
საგანგებო მდგომარეობის დროს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და საქართველოს მთავრობის მიდგომაზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ვიდეოკონფერენციისას, რომელიც ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-05-11 გიორგი გახარია - როდესაც კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და შეუძლებელია
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში და ეს არის ქართული დემოკრატიის მიღწევა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა, როგორც ფასილიტატორებმა, პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2020-05-11 გიორგი გახარია - ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ტურიზმის გახსნის ეფექტურმა სტრატეგიამ კი საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი - უსაფრთხო ქვეყანა
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის უსაფრთხოდ გახსნა; ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი მინიმუმ, წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროს და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-05-10 მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოში ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება
საქართველოს მთავრობა, 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში - 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს.
-
2020-05-10 მთავრობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს
საქართველოს მთავრობა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, - ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-05-09 გიორგი გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება შეზღუდვებს, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს
ყველა ადამიანს, რომელიც გამომწვევად ამბობს, რომ არ დაემორჩილება კანონს, რა თქმა უნდა, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარკვეული ძალების მხრიდან დღეს დაანონსებულ აქციას ეხებოდა.
-
2020-05-09 გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ფაშიზმზე გამარჯვებაში
75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შეწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, - ამის შესახებ საქართvელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვაკის პარკში განაცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
-
2020-05-09 მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.
-
2020-05-09 გიორგი გახარია - მადლობას ვუხდი ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რომელსაც დღეს, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში გვიწევენ
ევროპა, ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციის გაცვლის და კიდევ ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-09 გიორგი გახარია - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!
სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
-
2020-05-09 გიორგი გახარია - საქართველოს და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ
ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ გვაკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
-
2020-05-08 სექტემბერში საქართველოში UNWTO-ის ეგიდით ტურიზმის ინდუსტრიის მომავალზე მინისტერიალი იგეგმება - გიორგი გახარიასა და ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენცია გაიმართა
საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენციისას გახდა ცნობილი.
-
2020-05-07 მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, რა რეკომენდაციებიც უახლოეს დღეებში, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-05-07 საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს.
-
2020-05-05 პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
-
2020-05-05 ახალი პროექტი ვებსკოლა აბიტურიენტებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი „ვებსკოლა“ დაიწყო.
-
2020-05-05 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ და „სექტორი 3“-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისში მყოფ სტუდენტებს საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებები გადასცეს
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე გრძელდება.
-
2020-05-05 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საბჭოს წევრებმა განიხილეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რომელიც დღეიდან განხორციელდა. მათ შორისაა ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება, ასევე მშენებლობასა და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების ფუნქციონირების განახლება.
-
2020-05-04 ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან
შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.
-
2020-05-04 2020 წლის 4 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.
-
2020-05-04 გიორგი გახარია - ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-05-03 ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად
მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის #181 დადგენილებით შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებული, უფლების მოსაპოვებლად უნდა შეავსონ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
-
2020-05-02 ნათია მეზვრიშვილი - ერთი ეტაპიდან მეორეზე შეიძლება ორ კვირაზე ადრე გადავიდეთ, ან მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
გახსნის იმ გეგმით, რომელიც გასულ კვირას წარმოვადგინეთ, ღონისძიებების შემსუბუქების ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე - შესაძლებელია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდეთ უფრო ადრე, ან - უფრო გვიან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
-
2020-05-01 იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ქვეყნის მასშტაბით, 14 დღეში - დისტანციური სერვისებით მომსახურება გაუწია 10 000-მდე მოქალაქეს, კონსულტაცია კი 30 000-მდე მოქალაქეს
მომხმარებელს, დოკუმენტზე განაცხადის გასაკეთებლად ან მზა საბუთის მისაღებად აღარ სჭირდება სააგენტოში მისვლა, გარდა იშვიათი გამონაკლისისა.
-
2020-05-01 პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმა-კვლევითმა ორგანიზაციებმა ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხები განიხილეს
პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმა-კვლევითმა ორგანიზაციებმა, საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატში, ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხები განიხილეს. ვიდეოკონფერენციას უძღვებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.