-
2020-05-12 მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინა
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდის და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია წარმატებული მენეჯმენტი, გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2020-05-12 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე".
-
2020-05-12 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.