-
2020-05-15 განათლება - ანტიკრიზისული გეგმა
განათლების სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა.
-
2020-05-15 გიორგი გახარია - ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა
საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეზღუდვა ერთბაშად იქნება მოხსნილი, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უკიდურესი სიფრთხილით ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-15 გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდგომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიზნით აღარ მიმართავს
საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ, პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-15 გიორგი გახარია - განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, ის შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც ორიენტირებული იქნება დისტანციურ სწავლებებსა და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე
დღეს ჩვენი საუბრის და განხილვის თემა გახლავთ ანტიკრიზისული გეგმა და პროგრამა განათლების სფეროში. მოგეხსენებათ, საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და განვაცხადეთ ჩვენი პრიორიტეტები.
-
2020-05-15 გიორგი გახარია - ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას საერთაშორისო დონეზე ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება, მადლობას ვუხდი ევროპელ პარტნიორებს
საქართველომ დღეს დაასრულა ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა; ეს 6 თვე, გლობალური პანდემიის მიუხედავად იყო ძალიან წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-15 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბოლნისში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.