-
2020-05-09 გიორგი გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება შეზღუდვებს, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს
ყველა ადამიანს, რომელიც გამომწვევად ამბობს, რომ არ დაემორჩილება კანონს, რა თქმა უნდა, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარკვეული ძალების მხრიდან დღეს დაანონსებულ აქციას ეხებოდა.
-
2020-05-09 გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ფაშიზმზე გამარჯვებაში
75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შეწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, - ამის შესახებ საქართvელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვაკის პარკში განაცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
-
2020-05-09 მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.
-
2020-05-09 გიორგი გახარია - მადლობას ვუხდი ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რომელსაც დღეს, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში გვიწევენ
ევროპა, ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციის გაცვლის და კიდევ ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-09 გიორგი გახარია - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!
სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
-
2020-05-09 გიორგი გახარია - საქართველოს და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ
ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ გვაკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.