-
2020-09-30 ნათია მეზვრიშვილი პრემიერის ვიზიტზე - ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში; ჩვენმა პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება, თითოეული იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ქვეყანა რეფორმებს ახორციელებს
ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხვალინდელ დღეს, რაც ბუნებრივია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რასაც პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
-
2020-09-30 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისარ დიდიე რეინდერსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მართლმსაჯულების სფეროში ევროკომისარ დიდიე რეინდერსს შეხვდა.
-
2020-09-30 გიორგი გახარია ევროკომისარ ადინა ვალეანთან შეხვედრისას - საქართველოს პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს შავი ზღვის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების პოტენციალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ტრანსპორტის სფეროში ევროკომისარ ადინა ვალეანს შეხვდა.
-
2020-09-30 გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ერთობლივი კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებული პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ენერგეტიკის სფეროში ევროკომისარ კადრი სიმსონს შეხვდა.
-
2020-09-30 გიორგი გახარია დევიდ მაკალისტერთან შეხვედრაზე - დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების გზაზე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, რასაც საერთაშორისო პარტნიორებმა მაღალი შეფასება მისცეს
საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, საქართველოს წარმატება ჩოვიდ-19-თან ბრძოლაში, ქვეყანაში განხორციელებული საარჩევნო სისტემის რეფორმა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2020-09-30 გიორგი გახარიამ ევროკომისარ მარია გაბრიელს მიმართა ინიციატივით, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკომისარს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში მარია გაბრიელს მიმართა ინიციატივით, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლი 0 ს საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს.
-
2020-09-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
-
2020-09-30 მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების რეიტინგში
„კორუფციის კონტროლის" მაჩვენებლით მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროპაში კი მე-19 ადგილზე - საუკეთესო ოცეულში. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „კორუფციის კონტროლით" მსოფლიოში 62-ე ადგილზე იყო.)
-
2020-09-29 გიორგი გახარიამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ყველა ძირითადი საკითხი, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების დამყარების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ამ კონტექსტში შავი ზღვის როლი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ევროკომისიაში გაიმართა.
-
2020-09-29 გიორგი გახარია ევროკომისარ იოჰანსონთან შეხვედრაზე - საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო დიდი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ევროკომისარს საშინაო საკითხებში ულვა იოჰანსონს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-09-29 გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლის შეხვდა.
-
2020-09-29 გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.
-
2020-09-29 ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ევროკომისარ მარგარიტის სხინასს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-09-29 პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმებებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
-
2020-09-29 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: პრემიერ-მინისტრო გახარია, ძვირფასო გიორგი, დიდი სიხარულით მოგესალმებით ნატოს სათავო ოფისში. მე დიდად ვაფასებ მჭიდრო და მტკიცე პარტნიორობას საქართველოსა და ნატოს შორის. ასევე სიხარულით მივესალმები ნატოს სათავო ოფისში საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან ეს ასახავს ჩვენი პარტნიორობის პოლიტიკურ მნიშვნელობას.
-
2020-09-29 გიორგი გახარია ნატოს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.
-
2020-09-29 ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს
ტობავარჩხილის ტბა გამორჩეული ბუნების ძეგლია. ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ მეტი ვიზიტორი შეძლებს მის მონახულებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის და ტურისტული სერვისების განვითარებას.
-
2020-09-28 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება, აღნიშნული ცვლილებები აჭარას არ შეეხება
საქართველოს მასშტაბით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება, აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება აჭარას, სადაც სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-09-27 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძესთან ერთად თბილისში, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი დაათვალიერა.
-
2020-09-27 პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ნათია სულავასთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გადასცა.
-
2020-09-27 პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
ჩვენი მთავარია მიზანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გმირთა მოედანზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2020-09-27 გიორგი გახარია - ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში
ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2020-09-27 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
-
2020-09-26 ვაშლის ექსპორტი 375%-ით გაიზარდა
საქართველოდან 1054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 832 ტონით აღემატება (+375%) - 24 სექტემბრის მონაცემები
-
2020-09-26 თხილის ექსპორტი 74%-ით გაიზარდა
საქართველოდან ექსპორტირებულია 4, 466 ტონა თხილი, რაც 74% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 24 სექტემბრის მონაცემები
-
2020-09-26 ნათია მეზვრიშვილი - პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, პირველ რიგში, ეს არის რუსული ოკუპაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება უწევთ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო და პრინციპული გზავნილებით მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
-
2020-09-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე.
-
2020-09-25 გიორგი გახარია - ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-09-25 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოსთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა.
-
2020-09-25 სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაფინანსება გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.
-
2020-09-24 გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
-
2020-09-24 ნათია მეზვრიშვილი - ინფიცირების რაოდენობა მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს
შეზღუდვების მოხსნა ბუნებრივად გამოიწვევდა მობილობის გაზრდას და შესაბამისად, პასუხისმგებლობები, როგორც მთავრობის, ისე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქეების, წესრიგისა და წესების დაცვის თვალსაზრისით, ბუნებრივია, უფრო მეტად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-09-24 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაწყებითი საფეხურის - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება აჭარის რეგიონის სკოლებსა და როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ სასწავლებლებში.
-
2020-09-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, 2020 წლის 24 სექტემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტი ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
-
2020-09-24 2020 წლის 24 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2020-09-24 გიორგი გახარია - დისციპლინით და წესების დაცვით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ გავრცელებას და ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-09-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
-
2020-09-22 ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი შენდება
მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება, განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა.
-
2020-09-22 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იმოქმედონ დადგენილი რეგულაციებით, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
-
2020-09-21 ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება
საქართველოს მთავრობამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება.
-
2020-09-17 2020 წლის 17 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
-
2020-09-17 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო.
-
2020-09-17 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრ აჰმედ ბინ აქილ ალ ხატიბს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრ აჰმედ ბინ აქილ ალ ხატიბს შეხვდა.
-
2020-09-16 UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭო - მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების მიზნით მთავრობის ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს
მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს, - ამის შესახებ ნათქვამია UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაციაში, რომელიც 112-ე სხდომის ფარგლებში მიიღეს.
-
2020-09-16 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლა ვილას შეხვდა
MasterCard-ი პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლა ვილლას შორის გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი.
-
2020-09-16 ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა
მთავრობა აგრძელებს თანმიმდევრულ მოქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრზოლაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-09-16 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, სადაც ინტენსიური თერმოსკრინინგი განხორციელდება, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან
ბათუმში მიმდინარე ინტენსიური თერმოსკრინინგი, მათ შორის კომერციულ დაწესებულებებში, კიდევ უფრო გაძლიერდება, ასევე, მოეწყობა სპეციალური საკონტროლო პუნქტები, რაც ბათუმში შემსვლელ-გამსვლელთა თერმოსკრინინგს გულისხმობს, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-09-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე
მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი და მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება.
-
2020-09-14 რიგით 84-ე საზოგადოებრივი ცენტრი ასპინძაში გაიხსნა
ახალგახსნილი ცენტრი მოემსახურება ასპინძისა და მიმდებარე სოფლების - დამალის, იდუმალას, ოშორის, რუსთავის, ივერიის, ორგორის, საყუდაბელის, ჭობარეთის, ძველის, ნიჯგორის, საროს, ხიზაბავრის, თოკის, ვარგავის, ფიის, თმოგვის, ნაქალაქევის, მირაშხანის, ხერთვისის, გელსუნდის, ტოლოშის, აწყვიტის, ოთისა და სხვათა - 14 000-მდე მცხოვრებს.
-
2020-09-14 ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა
მთავრობის პოლიტიკა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის იყო თანმიმდევრული და გააზრებული, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-09-14 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, ატარონ პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება; სასწავლო პროცესი კი ამ სოფლებში 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
-
2020-09-12 საქართველოდან 2648 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით მეტია
სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.
-
2020-09-11 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად, სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება, თუმცა, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით დაიწყება
დღეის მდგომარეობით, გლობალურად, ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა, თან მნიშვნელოვნად, იზრდება საქართველოშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-09-10 2020 წლის 10 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2020-09-10 გიორგი გახარია - ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას შემოდგომაზე, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან სიტუაციას სრულად ვმართავთ
ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ინფიცირების 57 შემთხვევა დღეს და 44 შემთხვევა გუშინ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-09-10 გიორგი გახარია - წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ რაგბის ეს მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით
უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს" პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-09-09 პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერებთან ერთად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს.
-
2020-09-09 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება
თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება; 10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში; 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე იზღუდება; თუმცა აღნიშნული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ პროცესზე არ გავრცელდება; ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
-
2020-09-08 რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროში გაიხსნა
ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.
-
2020-09-08 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის გამოვლენის გამო, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2020-09-07 მთავრობის მხარდაჭერით რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები გადაწყვეტილია და გუნდებს ყველა შესაბამისი პირობა აქვთ საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად
დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.
-
2020-09-07 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
1-ელ ოქტომბრამდე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში განახლება, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, გადაიდება. 15 სექტემბრიდან სწავლა განახლდება დისტანციურ რეჟიმში; 15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, კერძოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი, მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა; 15 სექტემბრიდან - სავალდებულო კარანტინის ვადა მცირდება 8 დღემდე, ნაცვლად 12 დღისა, რაც ნიშნავს იმას, რომ კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად; დახურულ სივრცეში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ გამართვასთან დაკავშირებით ადმინისტრირება მკაცრდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-09-07 გიორგი გახარია „ღირსეული პარტნიორი 2020“-ზე: საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის მინისტრო, მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, მოგესალმებით ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და ძვირფასო რიგითებო.
-
2020-09-06 გიორგი გახარია და ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმოში იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო „კოკი 2014"-ში იმყოფებოდა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის" მხარდაჭერით შეიქმნა.
-
2020-09-06 გიორგი გახარიამ და ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი“ დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში" იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა.
-
2020-09-06 პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა
სასამართლოს რეფორმები ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2020-09-06 თხილის წარმატებული სეზონი სამეგრელოში
წინა წლებში არსებული გამოწვევების წარმატებულად დაძლევის შემდეგ, წელს სამეგრელოში მაღალი ხარისხის უხვი მოსავალია.
-
2020-09-06 გიორგი გახარია თხილობაზე: სახელმწიფო ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანსებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და გვექნება შედეგი
უაღრესად სასიამოვნოა ასეთ თბილ გარემოში ზუგდიდში, თან ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზით შეკრება. თხილი სამეგრელოსთვის მიუხედავად იმისა, რომ აქ საქართველოს ბევრი რეგიონიდან ვხედავ სტუმრებს და მარტო სამეგრელოში არ იზრდება თხილი, გურიაშიც მოჰყავთ, აჭარაშიც, კახეთშიც, იმერეთშიც, ყველაზე კარგი თხილი და ყველაზე ბევრი მაინც სამეგრელოში მოდის. ამიტომ ეს დღესასწაული, ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამეგრელოში და უნდა იყოს ზუგდიდში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან" დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-09-04 ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის მორიგი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებულ ფორმატში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრების მონაწილეობით გაიმართა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები, თავშესაფრის შემდგომი პროგრამები ძალადობა გამოვლილი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკების აღმოფხვრა და სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები, - ამ საკითხებზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
-
2020-09-03 წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები კიდევ 140-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო
წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები კიდევ 140-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინა, დამატებით, 420 ოჯახს გადაეცემა.
-
2020-09-03 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, სად ვართ, ბათუმში, თბილისში, თელავში, თუ სხვაგან, უნდა დავიცვათ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-09-03 2020 წლის 3 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
-
2020-09-02 ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდებათ
1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
-
2020-09-02 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ეტაპობრივი ჩარიცხვა დაიწყო
დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის მონაცემებიც დარეგისტირებული იქნება პორტალზე daxmareba.moh.gov.ge.
-
2020-09-02 გიორგი გახარია - დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, როგორც ვამბობდით, მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ
დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით - მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-09-01 გიორგი გახარია - პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის ქვეყნის ეფექტური განვითარების გარანტი
პირველ რიგში, მინდა მივულოცო საჯარო რეესტრის სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში ვშრომობთ და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტურად დალაგებული სერვისები რომელიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან, ეს არის ის, რასაც დღეს იუსტიციის სამინისტრო აკეთებს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაზე შრომაც არ უნდა დაგვეზაროს არცერთი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს სათაო ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.