• 2020-09-01 გიორგი გახარია -  პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის ქვეყნის ეფექტური განვითარების გარანტი

    პირველ რიგში, მინდა მივულოცო საჯარო რეესტრის სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში ვშრომობთ და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტურად დალაგებული სერვისები რომელიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან, ეს არის ის, რასაც დღეს იუსტიციის სამინისტრო აკეთებს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაზე შრომაც არ უნდა დაგვეზაროს არცერთი დღე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს სათაო ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.