საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრესრელიზი

ქართველი ექიმების რეკომენდაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მას ჩაუტარდება კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა.

აღნიშნული გამოკვლევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საერთო გადაღლილობის ფონზე, პრემიერ-მინისტრს გამოეკვეთა მკვეთრი რენალური გართულებები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში, სამშობლოში დაბრუნდება და ჩვეულ რითმში გააგრძელებს მუშაობას.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ იგი რამდენიმე კვირის წინ წასულიყო გამოკვლევის ჩასატარებლად, პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა, რომ უპრიანი იქნებოდა ეს დაემთხვია ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდს, რათა შედარებით ნაკლები სამუშაო დღეები გაეცდინა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესსამსახური