საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი მოდერნიზებული მატარებლით იმგზავრა.

პრემიერ მინისტრი ვაგონშემკეთებელ ქარხანაშიდღეს, 20 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი მოდერნიზებული მატარებლით იმგზავრა. თბილისის ცენტრალური სადგურიდან გრიგოლ მგალობლიშვილი გრაკალის ხიდის მიმართულებით გაემგზავრა, სადაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი გაეცნო ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მიმდინარე სამუშაოებს. ქარხანაში ექვს ვაგონიანი მატარებლის მოდერნიზაციისათვის 780 ათასი ლარი დაიხარჯა. ორი წლის განმავლობაში ქარხანაში 1500 ვაგონი შეკეთდება. პირველი რეისით პრემიერ -მინისტრთან ერთად ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემაც იმგზავრა. "ყველაფერი ის , რაც დაზიანდა ომის დროს აღდგენილი იქნება ისევე, როგორც აღდგა გრაკალის ხიდი. ჩვენ ამასთანავე გვინდა გვესმოდეს თუ რა მასშატაბებს იღებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ყოველ დღე მთელს მსოფლიოში კოტრდებიან გლობალური კორპორაციები. ყველაფერი სამწუხაროდ აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია, იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი გავაკეთოთ ხალხის დასასაქმებლად. რკინიგზა არის ამის საუკეთესო მაგალითი"-აღნიშნა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი