საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

2008 წლის 4 დეკემბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე


საქართველოს პრემიერ–მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი და აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრი არტურ რასი–ზადე2008 წლის 4 დეკემბერს საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და იმსჯელეს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის სფეროებში ურთიერთობების განვითარების საკითხებზე.

სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომის ოქმს.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილისა და აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრის არტურ რასი–ზადეს პრესკონფერენციასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა მოძმე, მეგობარი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და მადლობა გადაუხადა კომისიის ყველა წევრს "გაწეული სამუშაოსთვის, რომელიც მათ შერეული ეკონომიკური კომისიის ფარგლებში შეასრულეს".

"შერეული ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომის ოქმი მოიცავს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობის ძალზე ფართო სპექტრს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის," - განაცხადა გრიგოლ მგალობლიშვილმა პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მოიესალმა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მხარეებმა ისაუბრეს მრავალ საკითხზე, რომლებიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს. " მე ოფიციალურად მივიწვიე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში," - აღნიშნა არტურ რასი-ზადემ.

მედიის წარმომადგენლის კითხვაზე თუ რა ეტაპზეა ბაქო-ახალქალაქი-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილეს, როგორც პირისპირ შეხვედრის დროს, ასევე კომისიის მუშაობის მსვლელობისას. "პროექტს გააჩნია უზარმაზარი პერსპექტივები. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის სახელწოდებაა ბაქო-თბილისი-ყარსი, მისი მნიშვნელობა სცდება ამ რეგიონს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქისრეთ კომისსიის მუშაობაში, რომ პროექტის რეალიზებისათვის გაგარძელდება აქტიური მუშაობა. საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის შესაბამისი უწყებები ძალზედ აქტიურად მუშაობენ, რომ ეს პროექტი მალე იქნას განხორციელებული," - აღნიშნა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

თავის მხრივ არტურ რასი-ზადემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს მხრიდანეს პროექტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. "თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო ამ პროექტის განხორციელება ფერხდება, მაგრამ ამ ეტაპზე მუშაობა სწრაფი ტემპებით მიდის. ვიმედოვნებ, რომ 2010 წლისთვის პროექტი დასრულდება. საქართველოში, თურქეთში და აზერბაიჯანში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც აკონტოროლებს ყველაფერს," - დასძინა მან.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი