საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრეს რელიზი

პრემიერ-მინისტრის განახლებული ბიუჯეტი.

მონაცემები ბიუჯეტის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის განახლებული ბიუჯეტის ახალი ინიციატივები უფრო მეტი ზრუნვის, უფრო მეტი აღმშენებლობისა და უფრო მეტი დასაქმებისთვის, ასე გამოიყურება:

► მცირდება საშემოსავლო გადასახადი 25% -იდან 20%-მდე

► მცირდება დივიდენდებზე გადასახადი 10%-იდან 5 %-მდე

► მასწავლებლების ხელფასი იზრდება 50 ლარით, 25 ლარით 1 იანვრიდან და 25 ლარით 1 სექტემბრიდან

► იზრდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დაზღვეულთა რაოდენობა 700 ათასიდან 900 ათასამდე

► მნიშვნელოვნად, 169 მილიონი ლარით, იზრდება სოციალური პაკეტი: 

• 10 ლარით იზრდება პენსია ასაკით პენსიონერთათვის - 5 ლარით იანვრიდან და 5 ლარით ნოემბრიდან 
• 5 ლარით იზრდება დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის 1 ნოემბრიდან 
• ყველა სტაჟის და დამსახურების დანამატი ხდება 10 ლარი და შედის საპენსიო პაკეტში ( აქამდე ზოგი იღებდა 2 ლარს, ზოგი 5 ლარს, ზოგი 7 ლარს, ზოგიც 10 ლარს) 
• იზრდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარება - აქამდე თუ იყო 30 ლარი და თითოეულ დამატებით წევრზე 12 ლარი - ეს ციფრი იზრდება 24 ლარამდე 
• იზრდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბენეფიციართა რიცხვი - ყველაზე ღარიბი 400 ათასი მიიღებს 30+24 (30 ოჯახზე +2 4 თითოეულ დამატებით წევრზე), 2009 წლიდან შემდეგი 200 ათასი მიიღებს 20+16, შემდეგი 300 ათასი 10+8. ანუ დახმარებას 900 ათასი ყველაზე გაჭირვებული მიიღებს.


► 57 მილიონი ლარით იზრდება პროექტები სოფლის დასახმარებლად 

• 22 მილიონი ლარი გამოყოფილია ტრაქტორების და სახნავ -სათესი ტექნიკის შესაძენად და ტრაქტორიზაციის პროგრამის გასაგრძელებლად 
• 15 მილიონი ლარი გადანაწილდება ყველა სფეროზე იმისათვის, რომ დაფინანსდეს კონკრეტული მცირე პროექტები, რომელთაც განახორციელებს თავად სოფლის მოსახლეობა. 
• 20 მილიონი ლარი გამოიყოფა იაფი კრედიტების გასაცემად სოფლის მეურნეობაში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

►სულ გზების მშენებლობაზე დაიხარჯება 500 მილიონი ლარი, აქედან 120 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შიდა რაიონულ და სოფლის გზებზე

►ბიუჯეტის ჯამური ასიგნებები შეადგენს 6,25 მლრდ ლარს

►"ქამრის მოჭერა " - იგეგმება მნიშვნელოვანი შემცირება სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯებისა. დაზოგილი თანხა მიიმართება სოციალურ მიზნებზე

►ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება, გაგრძელდება პარლამენტშიც და შესაძლებელია გარკლვეული სოციალური პარამეტრები კიდევ უფრო გაიზარდოს.