საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

2008 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მეგობრებისა და მხარდამჭერების კონსოლიდაცია. "ჩემი ყოფილი პროფესიიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემეკრიბა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, კონსოლიდაცია, მნიშვნელოვანი იყო მათთან შეხვედრა მოკლე ვადაში,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

გრიგოლ მგალობლიშვილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნისათვის აღმოჩენილ დახმარებას უპრეცენდენტო უწოდა და განაცხადა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მას წარმატება უსურვეს. "კარგი არის ის, რომ ჩვენს წარმატებას მათი უმრავლესობა აღიქვამს როგორც საკუთარ წარმატებას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი, კონსოლიდირებული მცდელობა დღევანდელი სირთულეების დაძლევისა," - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი