საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრები წარადგინა

3 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა სამინიტროებში ახლად დამტკიცებული მინისტრების წარდგენა დაიწყო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროში პრემიერ-მინიტრმა გიორგი ხაჩიძე წარადგინა. "დღეს ომი დამთავრებულია, ახლა ჩვენთვის მთავარია ქვეყანა უმოკლეს ვადებში დაუბრუნდეს განვითრების ჩვეულებრივ ტემპებს "-განაცხდა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

გიორგი ხაჩიძემ განაცხადა, რომ უწყება პოლიტიკას არ შეცვლის, უბრალოდ გააქტიურდება მუშაობა, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ბუნებაზე მიყენებული ზიანის ლიკვიდაციის პროცესის დასაჩქარებლად.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვისა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი