საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

2008 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი დონორებს შეხვდა.

2008 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი დონორებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უახლოეს 2 დღეში წამოვა პირველი ტრანში 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. "ჩვენ შევხვდით ყველა დონორს და ვისაუბრეთ დეტალურად ყველა იმ პროექტის შესახებ, რომელზეც მთავრობა მუშაობს.

მთვარია, რომ მოსახლეობას შევუსრულოთ ჩვენი დანაპირები, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღვადგინოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს არის ჩემი მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი,"- აღნიშნა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

"მიღებული დახმარება მიმართულებების მიხედვით არის გაწერილი, თუ სად და როგორ დაიხარჯება ყველაფერი, რა სფეროებს მოხმარდება. ეს იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე და ღია პროცესი," - დასძინა მან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი