საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

2008 წლის 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც დაესწრება ბირმინგემში 30 სექტემბერს-1 ოქტობმერს დაგეგმილ კონსერვატიული პარტიის ყრილობას. ყრილობაზე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა.

ვიზიტის ფარგლებში ბ-ნ ვლადიმერ გურგენიძე შეხვდება კონსერვატიული პარტიის წევრს ბარონესა როულინგს (Baroness Rawlings).

ვლადიმერ გურგენიძე საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი