საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

კახა ბენდუქიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

2 სექტემბერს მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე მსოფლიო ბანკის წა­რ­მომადგენლებს შეხვდა.

მსოფლიო ბანკიდან შეხვედრას ესწრებოდნენ როზალინდა კვინტანილა - ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვანი ეკონომისტი და ფარუკ ხანი - მსოფლიო ბანკის ეკონომისტი.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებსა და იმ დახმარებაზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა გაუწევს საქართველოს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი