საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

მთავრობის კანცელარიის უფროსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მი­ს­ი­ას შეხვდა

2 სექტემბერს მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე საერთაშორისო სა­ვა­ლუ­ტო ფონდის მისიას შეხვდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემადგენლობაში იყვნენ ანა ლუსია კო­რ­ო­ნე­ლი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი; დევიდ ოუენი - ახ­ლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ეიჯ ბაკერი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ედუარდ გარდნერი - მისიის წარმომადგენელი.

შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი უახლოეს დროებში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსათვის სარეზერვო-სა­კ­რე­დ­ი­ტო ხაზის (Standby credit facility) გამოყოფის თაობაზე.

შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ინიციატივით მოეწყო.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი