საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

გრძელდება საგადასახადო და საბაჟო კოდექსში ცვლილებების განხილვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილისა და ფინანსთა მინისტრის ნიკოლოზ გილაურის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან2008 წლის 12 დეკემბერს სასატუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გილაური ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს საგადასახადო და საბაჟო კოდექსში ცვლილებები. საქართველოს მთავრობა განაგრძობს საგადასადო და საბაჟო კოდექსში მომზადებული ცვლილებების საჯარო განხილვას. იმართება შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს-საზოგადოებასთან. შეხვედრაზე ნიკოლოზ გილაურმა წარმოადგინა საგადასახადო და საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და საბაჟო-სავაჭრო პარტნიორობის პროგრამა "ოქროს სიის" პრეზენტაცია.