საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში

2007 წლის 28 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა დეპუტატებს წარუდგინა კანონპროექტი ,,საქართველოს 2008 წლის სახე-ლმწიფო ბიუჯეტის შესახებ". მინისტრის ინფორმაციით, 2008 წლის ბიუჯეტის შემოსავლე-ბის საპროგნოზო მაჩვენებლები მომზადებულია ახალი კლასიფიკაციით, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შედის. მისივე განცხადებით, მაჩვენებლების გაანგარიშებისას მხედველობაში იყო მიღებული ეკონომიკური ზრდის, ასევე, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები და ადმინისტრირების დონის გაუმჯობესება 2008 წლისთვის. ყოველივე აქედან გამომდინარე, საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენე-ბელმა 5 155. 4 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო ხარჯები 4 563.4 მლნ. ლარს უტოლდება და შემდეგნაირად გადანაწილდება: შრომის ანაზღაურება - 911.7 მლნ. ლარი, საქონელი და მომსახურება - 1 037.1 მლნ. ლარი, პროცენტი - 137.7 მლნ. ლარი, სუბსიდიები - 336.5 მლნ. ლარი, გრანტები - 481.9 მლნ. ლარი, სოციალური უზრუნველყოფა - 1 224.1 მლნ. ლარი, და სხვა ხარჯები - 434.4 მლნ. ლარი.

მინისტრმა ასევე დეტალურად ილაპარაკა ყველა იმ სახელმწიფო პროგრამის ფინან-სურ მხარეებზე, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა 2008 წლისთვის გეგმავს, მათ შორის: ,,საქართველო სიღარიბის გარეშე"; ,,ექსპორტის წახალისება"; ,,რეგი-ონული ტურიზმისა და ხალხური რეწვის განვითარება"; ,,სოფლის მექანიზაციის პროგრა-მა"; ,,ბავშვზე ზრუნვა"; ,,იაფი სესხი" და სხვა. საბოლოოდ, პარლამენტმა ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი 156 ხმით, ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცა.

ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის წე-ვრებს მადლობა გადაუხადა ბიუჯეტის განხილვისას გამოჩენილი კონსტრუქციული მიდგო-მებისათვის. როგორც მან აღნიშნა: ,,ის ფაქტი, რომ მოვახერხეთ 2008 წლის ბიუჯეტის მიღება, რომელიც, სიმბოლურად, მაგრამ მაინც, პროფიციტულია, არის ძალიან მნიშვნე-ლოვანი. ეს ბიუჯეტი სრულად ითვალისწინებს ყველა იმ სოციალურ პროგრამას, რომე-ლიც ამ ბოლო დროს დაიგეგმა და დაიწყო. ეს მთელი სახელისუფლებო გუნდის: თქვენი, მთავრობის და ბატონი მიხეილ სააკაშვილის ოთხწლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედე-გია. მინდა განვაცხადო, ეს ბიუჯეტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საიმისოდ, რომ დავძ-ლიოთ სიღარიბე და შევქმნათ სამუშაო ადგილები. გარწმუნებთ, 2009 წლის ბიუჯეტი, თუ მთავრობის ამ კაბინეტს ექნება მისი შემოტანის საშუალება, იქნება კიდევ უფრო ოპტიმი-ზებული, სოციალურად ორიენტირებული, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მყარი, სტაბი-ლური და მნიშვნელოვნად პროფიციტული... დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარით!".


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი