საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საქართველო იძულებულია იყიდოს რუსული გაზი

საქართველო იძულებული გახდა იყიდოს ბუნებრივი აირი რუსეთის ფედერაციისგან მომდევნო რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, ვინაიდან გაუთვალისწინებელი ავ­არიის შედეგად შეჩერდა ბუნებრივი აირის მოპოვება აზერბაიჯანის მთავარ საბადოზე, გა­ნაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


გასულ წელს რუსეთმა ორჯერ გააძვირა საქართველოსთვის მოწოდებული ბუ­ნე­ბ­რი­ვი აირი, წელს კი განაცხადა, რომ 2007 წლისთვის ფასები ისევ გაორმაგდება. ამის სა­პა­სუ­ხ­ოდ საქართველოს მთავრობამ დაიწყო მიზანმიმართული ენერგოდივერსიფიკაციის პო­ლი­ტი­კ­ის გატარება, რო­მ­ლის ნაწილსაც აზერბაიჯანიდან გაზის ალტერნატიული მოწოდების წარმატებით შენარჩუნება წარმოადგენს.

აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოზე მომხდარი ინციდენტი დროებითი შე­მა­ფე­რ­ხე­ბე­ლი ფაქტორია დივერსიფიკაციის პოლიტიკის განხორციელების გზაზე. საქართველო გა­ა­ფო­რ­მებს მოკლევადიან კონტრაქტს საჭირო რაოდენობის რუსული გაზის შესყიდვაზე, რომლის ხანგრძლივობა შაჰდენიზიდან გაზის მოწოდების აღდგენამდე გაგრძელდება.

ბუნებრივი აირი შაჰდენიზის საბადოდან, რომლის ტრანზიტსაც ახდენს სა­ქა­რ­თ­ვე­ლო, წარმოადგენს ენერგორესურსების მთავარ წყაროს თურქეთისთვის და სხვა მრავალი ევროპული სახელმწიფოსთვის და იმავდროულად წარმოადგენს რუსეთის გაზის ერ­თა­დე­რთ ალტერნატივას.

საქართველო სავარაუდოდ 235 აშშ დოლარს გადაიხდის ათას კუბურ მეტრ რუსულ აი­რ­ში.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი